ამერიკელი მოკრივე რინგზე დებიუტის შემდეგ გარდაიცვალა

AutoSharing Option
ამერიკელი მოკრივე ენტონი ჯონსი პროფესიონალურ რინგზე თავისი პირველი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

ჯონსი კვირას, 30 იანვარს დილით გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების შესახებ პირველი ცნობები კი ამერიკულ მასმედიაში 31 იანვარს გაჩნდა. 29 იანვრის საღამოს მოკრივე კვინსი პალმერთან ნოკაუტით დამარცხდა.

ჯონსი 28 წლის იყო. პალმერთან მისი ბრძოლა ქალაქ ბენტონში (არკანზასის შტატი) შედგა და მეორე რაუნდში დასრულდა. პალმერიც გამოუცდელი მოკრივეა : ჯონსთან დუელი მისთვის პროფესიონალურ რინგზე მეორე იყო.

სკოლაში ჯონსი ამერიკულ ფეხბურთს მისდევდა. პალმერთან ბრძოლის წინ მან სამედიცინო გამოკვლევა გაიარა.


მომზადებულია fightnews.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული