პოლონელი მოკრივე რინგიდან საკაცით გაიყვანეს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა ნიუ იორკში დაიცვა ტიტული პოლონელ არტურ შპილკასთან შეხვედრაში.

ამერიკელმა მეცხრე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა. პოლონელი რინგიდან საკაცით გაიყვანეს.

უაილდერმა კარიერაში 36-ე ბრძოლა ჩაატარა და 36-ე გამარჯვებას (35 ნოკაუტით) მიაღწია. შპილკამ კი 22-ე ბრძოლაში მეორე მარცხი იწვნია.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, უაილდერმა მიკროფონი აიღო ხელში და გამოაცხადა, რომ ბრიტანელი ტაისონ ფიური ყალბი ჩემპიონია. WBA-ისა და WBO-ის ჩემპიონი დარბაზში იყო. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, ფიური რინგზე ავიდა და ამერიკელი ბრძოლაში
გამოიწვია.

"ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას", - სახეში მიახალა ფიურიმ უაილდერს. ამერიკელმა უპასუხა, რომ სადაც არ უნდა იყოს ბრიტანელი, ნებისმიერ ადგილას გაანადგურებს მას. ასევე დაამატა, რომ შემდეგ ბრძოლაში სწორედ ფიურისთან შეხვედრა სურს, მაგრამ სხვა ვალდებულებებიც აქვს, მაგალითად, WBC-ის აუცილებელ პრეტენდენტთან ალექსანდრ პოვეტკინთან შეხვედრა. რუსი მოკრივის გუნდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან დაწყებულია.

* * *
ამასობაში, 2012 წლის შემდეგ პირველი ბრძოლა ჩაატარა ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა დევიდ ჰეიმ. ის ლონდონში ავსტრალიელ მარკ დე მორის შეხვდა და პირველ რაუნდში ნოკაუტით მოუგო მას.

ჰეისთვის ეს იყო 27-ე მოგება (25 - ნოკაუტით) 29-ე ბრძოლაში. ბრიტანელმა 2013 წლის ნოემბერში მხარზე მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ექიმები მას კარიერის დასრულებას ურჩევდნენ, მაგრამ, ახლა, ჰეის ტიტულის დაბრუნების გეგმები აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლიშკო სადაა? ხომ არ ტშაეძინა,როგორ ბედავენ?
duru
12:54 19-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული