50-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBA-ის ჩემპიონმა ლუის კოსეპსიონმა უცნაურ სიტუაციაში მიიღო ტრავმა. პანამელი მოკრივე სამშობლოში მონაწილეობას იღებდა ქუჩებში ხარების საზეიმო გარბენში. სწორედ ამ დროს ჩემპიონს ერთ-ერთმა ხარმა ურქინა.
ინციდენტი ქალაქ ბუგაბაში მოხდა. ერთ წყაროს ცნობით, ხარმა მოკრივე უკანალში დაჭრა, მეორე წყარო კი ამტკიცეს, რომ კოსეპსიონს ბარძაყი აქვს დაზიანებული. როგორც ამბობენ, მოკრივემ შეცდომა დაუშვა.
ლუისი ჭრილობის მიღებისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რა დროს დაიკავებს მსოფლიოს ჩემპიონის აღდგენითი პროცესი.
კონსეპსიონის მენეჯერმა როხელიო ესპინომ უკმაყოფილება გამოთქვა თავისი შეგირდის მოქმედებით. მისი თქმით, მოკრივემ ვარჯიში გააცდინა,
25 წლის კონსეპსიონს პროფესიულ რინგზე 23 ბრძოლა აქვს ჩატარებული. პანამელმა 22 გამარჯვება (17 - ნოკაუტით) მოიპოვა და ერთხელ დამარცხდა.