ხარის დარქენილი მოკრივე გამოჯანმრთელდა

AutoSharing Option
პანამელი მოკრივე ლუის კონსეპსიონი, რომელიც გასული კვირის ბოლოს ხართან ბრძოლაში დაშავდა, საავადმყოფოდან გამოწერეს. კონსეპსიონმა ბარძაყის და საზარდულის ტრავმა მიიღო და ასევე სახეც გაიჩხაპნა. სპორტსმენის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და ორი კვირის შემდეგ მწყობრში იქნება. მიღებულ ჭრილობებს მან უბედური შემთხვევა უწოდა.

კონსეპსიონი ხარმა ფერია დე ლა კალენდარიას დღესასწაულის დროს დარქინა (Feria de la Candelaria), რომელიც პანამის ქალაქ ბუგაბაში იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში იმართება. დერია დე ლა კალენდარია ერთ კვირას გრძელდება და ესპანურ პამპლონაში წმინდა ფერმინას დღესასწაულს გვახსენებს.

ბუგაბეში დღესასწაულის
ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ხარებთან ბრძოლაა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სწორედ ასეთ დაპირისპირებაში მიიღო კონსეპსიონმა ტრავმები.

25 წლის მოკრივის თქმით, მან ხართან "ითამაშა", შემდეგ გაიქცა, მაგრამ ხარი დაეწია და რქით დაეძგერა. კონსეპსიონმა დასძინა, რომ ხართან დუელი ადრეც არაერთხელ გაუმართავს.


მომზადებულია boxingscene.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული