პაკმენს ტიტული წაართვეს

AutoSharing Option

ფილიპინელ მოკრივეს მენი პაკიაოს 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ მსოფლიოს საკრივო საბჭოს დირექტორთა საბჭომ. ასე რომ, ახლა აზიელ მოკრივეს მხოლოდ 66.7 კილოგრამში WBO-ის საჩემპიონო ქამარი ამშვენებს.

WBO-ის ტიტულს "პაკმენი" 2009 წლის ნოემბრიდან ფლობს, როცა ქულების დაამარცხა პუერტორიკოელი მიგელ ანხელ კოტო. 2010 წლის ნოემბერში ფილიპინელმა ერთი კატეგორიით ზემოთ აინაცვლა და 69.9 კოლოგრამში WBC-ის ვაკანტური ტიტულისთვის მექსიკელ ანტონიო მარგარიტოს მოუგო.

WBC-ის წესების თანახმად, ორ წონით კატეგორიაში ქამრის მფლობელმა მოკრივემ 15 დღის განმავლობაში ერთ-ერთს უნდა

მიანიჭოს უპირატესობა. პაკიაომ თავად თქვა უარი WBC-ის ტიტულზე - მან განაცხადა, რომ აღარ სურს 69.9 კილოგრმაში ჩხუბი. ამის შემდეგ WBC-მა ოფიციალურად ჩამოართვა ჩემპიონობა მენის.

ახლა WBC-ის ეს ტიტული ვაკანტური გახდა. მის მოსაპოვებლად საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება, რომლის ერთი მონაწილე უკვე ცნობილია. ეს არის 20 წლის მექსიკელი პრეტენდენტი საულ ალვერასი. მისი მეტოქის ვინაობა უახლოეს ხანში გამოცხადდება.

რაც შეეხება პაკიაოს, თავის მომდევნო ბრძოლას ის 7 მაისს ამერიკელი შეინ მოზლის წინააღმდეგ გამართავს. ამ ბრძოლაში პაკმენი სწორედ WBO-ის ტიტულს დაიცავს 66.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული