იაპონელი მოკრივე მეშვიდე ბრძოლაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
იაპონელმა მოკრივემ კაძუტო იოკა პროფესიონალურ რინგზე მხოლოდ შვიდი ბრძოლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიოპნი გახდა. 11 თებერვალს 21 წლის იოკამ WBC-ის (მსოფლიო საკრივო საბჭო) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვა 47.6 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. იაპონელი ამ ტიტულს ტაილანდელი ოლეიდონგ სიტსამარჩაის დამარცხებით დაეუფლა. იოკამ მეტოქე ნოკაუტში მეხუთე რაუნდში ჩააგდო.

დაპირისპირება სიტსამარჩაი-იოკა იაპონურ ქალაქ კობეში შედგა. ტაილანდელი მოკრივე უკვე მეორე რაუნდში ჩავარდაა ნოკდაუნში, იოკას მარცხენა მუშტით ზუსტი გვერდული დარტყმის შემდეგ. მეოთხე რაუნდში იაპონელმა მეტოქე მარცნიდან კორპუსში დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო. რეფერი ბრუს მაკტავიში მიხვდა, რომ სიტსამარჩაი
ათამდე დათვლამდე ვერ ადგებოდა და ბრძოლა ისე შეაჩერა, რომ დათვლა არ დაუწყია.

WBC-ის წესების მიხედვით, ოთხი რაუნდის შემდეგ სამსაჯო "ბარათების" მიხედვით მიმდინარე ანგარიში გამოცხადდა. ორი არბიტრის ქულების მიხედვით იოკა იმარჯვებდა (38:37 და 40:35), კიდევ ერთმა მსაჯმა კი მიიჩნია, რომ წინ სისტსამარჩაი იყო(38:37).

იოკამ პროფესიონალი მოკრივის კარიერა 2009 წლის აპრილში დაიწყო. თავის მეექვსე ბრძოლაში (2010 წლის 10 ოქტობერს) მან იაპონიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 47.6 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ეს წონითი კატეგორია პროფესიონალურ კრივში ყველაზე "მსუბუქია". ახლა იოკას შვიდ ბრძოლაში შვიდი გამარჯვებაა(მათგან ხუთი ნოკაუტით).


მომზადებულია fightnews.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული