ჩაშლის პირას მივიდა საჩემპიონო ბრძოლა სუპერმძიმე წონაში WBO-სა და IBF-ის ჩემპიონ ვლადიმერ კლიჩკოსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის. უკვე გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მოკრივეები 11 სექტემბერს გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს.
გაიმართა ამ საინტერესო ბრძოლისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, სადაც მოკრივეები პირველად უნდა წამდგარიყვნენ ერთმანეთის პირისპირ. თუმცა პოვეტკინმა ამ ღონისძიებაზე დასწრება არ მოისურვა, მიზეზად კი ვირუსული ინფექცია დაასახელა.
რუსის ასეთმა საქციელმა უკრაინული მხარე ძალიან გაანაწყენა. კლიჩკოს გუნდმა გადაწყვიტა, რომ პოვეტკინს აღარ სურს ვლადიმერთან ჩხუბი.
"როგორც ჩანს, პოვეტკინი არ აპირებს რინგზე გასვლას. გამოდის,
უკვე გამოცხადდა, რომ 11 სექტემბერს პოვეტკინი შეიძლება ნიგერიელმა სამუელ პიტერმა შეცვალოს, რომელიც ამჟამად მეორე ადგილს იკავებს IBF-ის რეიტინგში. ეს იქნება ნიგერიელისა და უკრაინელის მეორე შეხვედრა რინგზე - 2005 წელს უმცროსმა კლიჩკომ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა აფრიკელი მოკრივე - იმ ბრძოლაში სამუელი სამჯერ მოხვდა ნოკდაუნში. სხვათა შორის, 2008 წელს პიტერი ვიტალი კლიჩკოსაც შეხვდა - ეს იყო WBC-ის ვერსიით საჩემპიონო ბრძოლა და მაშინ უკრაინელმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.