ავთანდილ ხურციძე თბილისში იჩხუბებს

AutoSharing Option

ავთანდილ  ხურციძის ("ტორნადო") შემდეგი დაპირისპირების დრო და ადგილი გარკვეულია. კიევში მცხოვრები ქართველი საშუალოწონოსანი რინგზე 12 მარტს გამოვა და ეს ბრძოლა მასშტაბური საკრივო ტურნირის მთავარი მოვლენა გახდება, რომელსაც კიევური პრომოუტერული კომპანია “Elite Boxing Promotion” თბილისში ჩაატარებს. ასე, რომ ”ტორნადო”, რომელსაც მისი მიღწევების მიხედვით, წონითი კატეგორიების მიუხედავად, ქართული პროფესიონალური კრივის ისტორიაში საუკეთესო მოკრივე შეიძლება ვუწოდოთ, თავის პროფესიონალურ კარიერაში პირველად სამშობლოში იასპარეზებს.

 

"Elite Boxing Promotion", რომლის ღირსებასაც ხურციძე იცავს, ამჟამად მოლაპარაკებებს ცნობილ დომინიკელ მოკრივესთან ჯოვანი ლორენცოსთან აწარმოებს, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ორჯერ იბრძოდა მსოფლიოს

ჩემპიონის ქამრისთვის. 2009 წლის ზაფხულში მან IBF-ის ვაკანტური ქამრისთვის იბრძოლა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სებასტიან სილვესტრთან წააგო, 2010 წლის სექტემბერში კი ჯოვანი WBA-ს სუპერჩემპიონ ფელიქს შტურმისთვის ტიტულის ართმევას შეეცადა, მაგრამ  კვლავ ქულებით წააგო.

 

30 წლის ლორენცოს შეუძია სახიფათო მეტოქესთან, კოლუმბიელ ნოკაუტერ დიონისიო მირანდასთან ვადამდელი გამარჯვებით იამაყოს. სრულიად მოსალოდნელია, რომ ხურციძისა და ლორენცოს ბრძოლაში, საშუალო წონაში WBA-ს ”დროებითი” ჩემპიონის ტიტული გაირკვეს.

 

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს ტიტული იდო სასწორზე ხურციძის წინა დაპირისპირებაში, რომელიც 30 ოქტომბერს საფრანგეთში გაიმართა და სკანდალით დასრულდა. უკიდურესად თვალსასეირო და უკომპრომისო დაპირისპირება ავთანდილმა დაუმარცხებელ ფრანკოსთან - კამერუნელ ჰასანუ ნდამუ ნჟიკამუსთან მსაჯის საკმაოდ სადავო გადაწყვეტილებით წააგო.

 



.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაძაბული მარტი გველის. რაგბი, ბოქსი, ფეხბურთი
vaxo
16:29 22-02-2011
0

სიახლეები პოპულარული