ვიდეორგოლში ბრაიანტი როდრიგესს ხვდება და მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარსა და მსახიობების კანდიდატურას განიხილავს, რომლებსაც მასში გადაიღებენ. როდრიგესის შემოთავაზებული იდეები, მაშინვე ეკრანზე აისახება.
კალათბურთელი გადასაღებ მოედანზე მსახიობებს, ბრუს უილისს და დენი ტრეხოს ხვდება, ასევე რეპერ კანიე ვესტს, რომელიც ფილმის მთავარი
6-წუთიანი ხანგრძლივობის ვიდეო ახალი კოლექციის Nike Zoom Kobe VI-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გამოუშვეს. რგოლს ლოს ანჯელესში ორი დღის განმავლობაში იღებდნენ. ვიდეოს შექმნაში მონაწილეობას სარეკლამო სააგენტო Nike Zoom Kobe VI იღებდა.
როდრიგესის რეკლამა ქსელში პირველად 19 იანვარს გამოჩნდა.
კობი ბრაიანტი NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP-დ (ყველაზე ფასეული მოთამაშე) დაასახელეს, რომელშიც დასავლეთ კონფერენციის გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 148: 143. ბრაიანტმა 37 ქულა მოაგროვა. "ყველა ვარსკვლავის" MVP-ის ტიტული მან მეოთხედ მიიღო.
.