Nike-მა "შავი მამბა" კობი ბრაიანტთან ერთად წარმოადგინა

AutoSharing Option
სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა ფირმამ Nike 19 თებერვალს NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის წინ ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მონაწილეობით ახალი რეკლამა წარმოადგინა, რომელიც რეჟისორმა რობერტ როდრიგესმა გადაიღო. ვიდეორგოლი "შავი მამბა", რომელსაც სათაური ბრაიანტის მეტსახელის მიხედვით ეწოდა, სოციალური ქსელის, Facebook -ის გვერდზე Nike Basketball გამოქვეყნდა.

ვიდეორგოლში ბრაიანტი როდრიგესს ხვდება და მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარსა და მსახიობების კანდიდატურას განიხილავს, რომლებსაც მასში გადაიღებენ. როდრიგესის შემოთავაზებული იდეები, მაშინვე ეკრანზე აისახება.

კალათბურთელი გადასაღებ მოედანზე მსახიობებს, ბრუს უილისს და დენი ტრეხოს ხვდება, ასევე რეპერ კანიე ვესტს, რომელიც ფილმის მთავარი
ბოროტმოქმედია. ვესტი საუკეთესო კალათბურთელების ბოსია, რომელთაც ფინალში "შავი მამბა" ამარცხებს.

6-წუთიანი ხანგრძლივობის ვიდეო ახალი კოლექციის Nike Zoom Kobe VI-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გამოუშვეს. რგოლს ლოს ანჯელესში ორი დღის განმავლობაში იღებდნენ. ვიდეოს შექმნაში მონაწილეობას  სარეკლამო სააგენტო Nike Zoom Kobe VI იღებდა.

როდრიგესის რეკლამა ქსელში პირველად 19 იანვარს გამოჩნდა.

კობი ბრაიანტი  NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP-დ (ყველაზე ფასეული მოთამაშე) დაასახელეს, რომელშიც დასავლეთ კონფერენციის გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 148: 143. ბრაიანტმა 37 ქულა მოაგროვა. "ყველა ვარსკვლავის" MVP-ის ტიტული მან მეოთხედ მიიღო.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული