საკრივო წრეებში სულ უფრო ინტერსიურად საუბრობენ სუპერმძიმე წონაში ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაზე, რომელშიც WBO-სა და IBF-ის ტიტულების მფლობელი ვლადიმერ კლიჩკო WBA-ის ჩემპიონ დევიდ ჰეის უნდა დაუპირისპირდეს. წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ბრიტანელი მოკრივის პრომოუტერებმა SKY შპორტს-ზე 21 მაისისთვის საეთერო დრო "დაჯავშნეს. სწორედ ეს არის ჰეის ახალი ბრძოლის თარიღი, თუმცა მომავალი მოწინააღმდეგე არ დასახელებულა.
ახლა კი დევიდმა "ტვიტერზე" საკუთარ ბლოკში ირიბად დაადასტურმა ვლადიმერ კლიჩკოსთან შეხვედრა, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდება მთელი საკრივო სამყარო. რამდენჯერმე ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო ერთმანეთის კრიტიკის მიუხედავად, ამ მომენტისთვის ორივე
"ახლოვდება დიდი გარიგება. ჰორიზონტზე სინათლე გამოჩნდა", - ასეთ ფრაზას წერს "ტვიტერზე" დევიდ ჰეი.
გერმანული პრესის ვარაუდით, რომ შეხვედრის ორგანიზების ყველაზე დიდი შანსი რომელიმე გერმანულს ქალაქს ექნება. ასევე განიხილება ლას ვეგასისა და დიდი ბრიტანეთის კანდიდატურები.