ნაკრების წევრები ახალგაზრდებთან ერთად

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულმა სტადიონმა 1994-1997 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა საქართველოს პირველობას უმასპინძლა. შეჯიბრებაში 15 ქალაქისა და რაიონის 170-ზე მეტმა სპორტსმენმა იასპარეზა. მათ შორის იყვნენ საქართველოს ნაკრების წევრებიც, რომლებიც უკონკურსოდ გამოდიოდნენ - უბრალოდ, ეროვნული ჩემპიონატის წინ ახალგაზრდებთან პაექრობაში ძალთა გამოცდა სურდათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ბენიკ აბრამიანის შედეგი ბირთვის კვრაში საქართველოს ზამთრის ჩემპიონატზე მან 18,05 მეტრი აჩვენა, ამჯერად საკუთარი მიღწევა მთელი 52 სანტიმეტრით გააუმჯობესა.

მართალია, ეროვნულ სტადიონზე შეჯიბრების მონაწილენი მრავლად იყვნენ, მაგრამ ზოგიერთ სახეობაში ისევ თითო-ოროლა სპორტსმენი ვიხილეთ. მაგალითად,
110 მეტრზე ვაჟთა თარჯრბენში მხოლოდ ერთი (თემურ აზრუმელაშვილი, თბილისი, 15,7) მონაწილე იყო, ასევე -უროს ტყორცნასა (გელა აბაშმაძე, თბილისი, 37,80; ვერონიკა გალუზინსკაია, თბილისი, 30,00) და გოგონათა სიმაღლეზე ხტომაში (სალომე ჩაბაკაური, თბილისი, 130 სმ). შეჯიბრების ორგანიზატორთა ვარაუდით, ბოლო დროს მძლეოსნობა მთელ საქართველოში ისე გამოცოცხლდა, რომ მდგომარეობა ამ და ზოგიერთ სხვა სახეობაშიც საგრძნობლად გამოსწორდება.

კვარცხლბეკი
გოგონები. 100 მეტრი. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 12,6), 2. ნინო გვიანიძე (12,9), 3. მარი გამგონეიშვილი (ორივე-აჭარა, 13,6). 100 მ. თარჯრბენი. 1. სალომე ჩაბაკაური (18,6), 2. თამარ კურატიშვილი (ორივე-თბილისი, 21,3), 3. გაიანე გაბრიელიანი (ახალციხე, 22,4). 200 მეტრი. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 25,9), 2. ნინო გვიანიძე (აჭარა, 27,0), 3. ანა ვახტანგაძე (თბილისი, 28,4). 400 მეტრი. 1. სოფიკო ჩილინგარაშვილი (ახალციხე, 1.01,5), 2. მარიამ ბედუკაძე (1.01,7), 3. ანა ვახტანგაძე (ორივე-თბილისი, 1.06,6). 800 მეტრი. 1. სოფიკო ჩილინგარაშვილი (ახალციხე, 2.31,9), 2. მარი ჭეიძე (თბილისი, 2.41,1), 3. მერი დვალიშვილი (ვანი, 3.05,01). 1500 მეტრი. 1. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 4.54,2), 2. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 5.27,5), 3. თამრიკო შამოევა (თბილისი, 5.44,1). 3000 მეტრი. 1. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 11.55,9), 2. თამრიკო შამოევა (თბილისი, 13.06,7). 4X400 მეტრი. ახალციხე-57,7. სიგრძეზე ხტომა. 1. ნესტან დათუნაშვილი (479), 2. მირანდა გოგოჭური (ორივე-თბილისი, 467), 3. ანი სირაძე (ქუთაისი, 466). სამხტომი. 1. ანი სირაძე (ქუთაისი, 10,60), 2. ნესტან დათუნაშვილი (თბილისი, 10,08). ბირთვის კვრა. 1. ხატია ხურცია (ხონი, 10,02), 2. ალბინა არუთუნიანი (აჭარა, 8,10), 3. ლია არდოტელი (თიანეთი, 6,74). ვაჟები. 100 მეტრი. 1. გიგა ჭიკაძე (11,3), 2. გიგა ბერძენიშვილი (11,6), 3. ვაჟა უტურაშვილი (სამივე-თბილისი, 11,7). 200 მეტრი. 1. გიგა ჭიკაძე (თბილისი, 23,3), 2. ჯუმბერ მაჭარაძე (ვანი, 24,4), 3. ნუკრი ზოიძე (ოზურგეთი, 24,5). 400 მეტრი. 1. გიორგი აზარაშვილი (თბილისი, 54,0), 2. დავით ძიმისტარიშვილი (ქუთაისი, 54,1), 3. ნიკა რურუა (მარტვილი, 56,9). 800 მეტრი. 1. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 2.08,2), 2. ნიკა დაგარგულია (ზუგდიდი, 2.15,5), 3. დავით ძიმისტარიშვილი (ქუთაისი, 2.23,8). 1500 მეტრი. 1. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 4.27,9), 2. გელა ტაბატაძე (4.42,0), 3. რუდიკ მინასიანი (ორივე-ახალციხე, 4.50,3). 3000 მეტრი. 1. რუდიკ მინასიანი (10.34,6), 2. გელა ტაბატაძე (ორივე-ახალციხე, 10.36,4), 3. რევაზ დაგარგულია (ზუგდიდი, 10.36,6). 4X400 მეტრი. 1. თბილისი-48,4, 2. ქუთაისი-49,3, 3. მარტვილი-49,9. სიგრძეზე ხტომა. 1. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 709), 2. გიორგი აზარაშვილი (თბილისი, 618), 3. დავით ალხანიშვილი (მარტვილი, 591). სამხტომი. 1. გოგა მაღლაკელიძე (ქუთაისი, 13,07), 2. გიორგი რურუა (მარტვილი, 12,66), 3. ნუკრი ზოიძე (ოზურგეთი, 12,05). ბირთვის კვრა. 1. თემურ ლასტაკანიძე (აჭარა, 12,08), 2. თორნიკე სვანიძე (თბილისი, 12,03), 3. ბესიკ წიკლაური (თიანეთი, 11,25). სიმაღლეზე ხტომა. 1. ლაშა ნუცუბიძე (165), 2. ავთანდილ ღონღაძე (ორივე-ქუთაისი, 160), 3. დათო ალხანიშვილი (მარტვილი, 145).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული