- ბოლო დროს მძლეოსნობას დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან ზოგადად ქართული სპორტისთვის მძლეოსნობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, - გვითხრა ვლადიმერ ვარძელაშვილმა. - საამისოდ კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით. ფედერაციას შევუძინეთ ავტობუსი, ფორმები, დავიწყეთ მძლეოსნობის მანეჟის სრული რეაბილიტაცია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების
ალექსი ახვლედიანი, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი:”წლეულს გაზაფხულზე დავიწყეთ მანეჟის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ის ახლა აქტიურ ფაზაშია: დაიგება სარბენი ბილიკები, დამონტაჟდება გათბობისა და განათების ახალი სისტემები, ტრიბუნები 1500 დასაჯდომი ადგილით, კეთილმოეწყობა სასტუმრო, კვების ბლოკი და 5 სასპორტო დარბაზი, სამედიცინო ოთახი. მანეჟის რეაბილიტაციის საპროექტო ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს. რომ არა სპორტის სამინისტროს კეთილი ნება და აქტიური დახმარება, საკუთარი ძალებით ამდენს ნამდვილად ვერ გავწვდებოდით. როგორც აღვნიშნე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ახლა ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ, დარწმუნებული ვარ, მანეჟი შემოდგომისთვის მზად იქნება.
დღესვე ეროვნული ნაკრების ერთიანი ფორმის პრეზენტაცია გვქონდა. ის სპორტული ნაწარმის იაპონური ფირმა ასიქს-ისგან შევიძინეთ გუნდის 40 წევრის შესამოსად. ამ ფორმით ჩვენი ათლეტები პირველად გამოვლენ საერთაშორისო სარბიელზე - მომავალ შაბათ-კვირას აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატში იასპარეზებენ. ეს იქნება ძალთა ერთგვარი შემოწმება ევროპის გუნდური ჩემპიონატის წინ, რომელსაც 17-20 ივნისს რეიკიავიკი უმასპინძლებს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ათლეტები ბაქოდან მედლებით დაგვიბრუნდებიან და ისლანდიაშიც გვასახელებენ”.