კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. გოგონები. სალომე რიგიშვილი (ბადრო-49,51, ბირთვი-13,54 მ), მაია გოგოლაძე (100 მ. თარჯებით-15,14), სალომე სირაძე (200 მ-26,22), თეა ფაცურია (400 მ. თარჯებით-1.06,67), თამარ პაპუაშვილი (1500 მ.-4.43,40), გიული
მეორე ადგილზე გავიდნენ: გოგონები. სალომე სირაძე (100 მ-12,74), თეა ფაცურია (400 მ-1.01,36), თამარ პაპუაშვილი (800 მ-2.23,56), გიული დეკანაძე (1500 მ-4.46,35), თათია პაიკიძე (სიგრძეზე ხტომა-5,35 მ), სოფიო მაჭავარიანი (სიმაღლეზე ხტომა-150 სმ); ვაჟები. ენდრიკ ზილბერშტეინი (200 მ-21,64), მერაბ ქინიძე (800 მ-1.52,62), გიგლა ზილბერშტეინი (3000 მ-8.52,01), ჯეირან ხოფერია (3000 მ. წინაღობებით-9.26,23), ხოლო 400 მეტრზე რბენაში ენდრიკ ზილბერშტეინი (48,35), 400 მეტრზე თარჯებით დენის ჟვანია (55,33), 800 მეტრზე თენგიზ ღვინჯილია (1.54,78) და სიგრძეზე ხტომაში ოთარ ხაჭაპურიძე (7,18) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
გუშინ აზერბაიჯანიდან დაბრუნებულ მედალოსნებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი შეხვდა, რომელმაც წარმატება მიულოცა ჩვენს ათლეტებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც სასურველ შედეგებს აჩვენებენ.
მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს სპორტსმენები 17-20 ივნისს რეიკიავიკში (ისლანდია) ევროპის III ლიგის გუნდურ ჩემპიონატში მოსინჯავენ ძალებს, მანამდე კი თბილისში ათდღიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. "წლევანდელი სეზონი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე პასუხსაგები შეჯიბრება მოგველის. კონტინენტის გუნდურ პირველობასთან ერთად ჩვენი ათლეტები ევროპისა და მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატებსა და სალიცენზიო ტურნირებზე გამოვლენ. ვეცდებით, სახელმწიფოს თანადგომა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურების მოპოვებით გავამართლოთ", -დასძინა ალექსი ახვლედიანმა.