"სპორტის დედოფალი" ტალანტებს ეძებს

AutoSharing Option
2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსის თბილისისთვის მინიჭებამ ჩვენთან სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელთა გააქტიურება გამოიწვია, მათ შორის მძლეოსნობისაც.

არც არის გასაკვირი, "სპორტის დედოფალი" ხომ სწორედ ის სახეობაა, რომელშიც საკმაოდ უხვად თამაშდება სხვადასხვა სინჯის მედლები. ქართული მძლეოსნობის მესვეურნი იმ შეჯიბრებისთვის კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას ვარაუდობენ.

თბილისის ოლიმპიურ ფესტივალზე 1998-1999 წლებში დაბადებული მძლეოსნები იასპარეზებენ. ამ ასაკში ტალანტების მოსაძიებლად და წარმოსაჩენად უკვე რამდენიმე ღონისძიება მოეწყო. ხობში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის თანადგომით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის (ფედერაციის პრეზიდენტი რეზო ბუკია) პირველობა გაიმართა.

გოგონებში განსაკუთრებით
ზუგდიდელმა მაკა ჩაკაბერიამ იყოჩაღა, რომელმაც ერთი თვის წინათ თბილისში თანატოლთა შორის საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეჯიბრებაც მოიგო. საპრიზო ადგილებისთვის მხარის 130-მდე გოგო-ბიჭი იბრძოდა სამ სახეობაში, მარიამმა სამივეგან იმარჯვა, თანაც ამ ასაკისთვის არც თუ ურიგო შედეგებით. ბიჭებში მსგავს წარმატებას ხობელმა გრიგოლ ახალაიამ მიაღწია.

კვარცხლბეკი
60 მ. გოგონები. 1. მარიამ ჩაკაბერია (ზუგდიდი, 7,87), 2. მარიამ გაბელია (ჩხოროწყუ, 8,2), 3. ქრისტინე ტორუა (ზუგდიდი, 8,4). ბიჭები. 1. გრიგოლ ახალაია (ხობი, 7,59), 2. გოგა მიქაია (ჩხოროწყუ, 7,84), 3. გოგიტა ოჩიგავა (აბაშა, 8,0).

300 მ. გოგონები. 1. მარიამ ჩაკაბერია (43,81), 2. მარიამ გაბელია (51,0), 3. მარიამ შონია (ხობი, 53,11). ბიჭები. 1. გრიგოლ ახალაია (43,81), 2. დათო ლუკავა (ზუგდიდი, 45,72), 3. ირაკლი ჩანგელია (ჩხოროწყუ, 48,0).

სიგრძეზე ხტომა. გოგონები. 1. მარიამ ჩაკაბერია (4,82 მ), 2. გულიკო გამზარდია (ფოთი, 4,53), 3. მარიამ გაბელია (4,12). ბიჭები. 1. გრიგოლ ახალაია (4,91), 2. გოგა მიქაია (4,86), 3. ირაკლი ჩანგელია (4,67).

გუნდური: 1. ზუგდიდი, 2. ხობი, 3. ჩხოროწყუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული