17 ქვეყნის წარმომადგენლები ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობაში. სპრინტერულ დისტანციებზე 19 წლის ქართველმა მორბენალმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა: 100 მეტრზე 10.89 წამით დაიკავა მეორე ადგილი - 0,28 წამით მასპინძელმა ვოლოდინმა აჯობა.
200 მეტრი ჩვენებურმა 21,77 წამში დაფარა და კვარცხლბეკზე აქაც მეორე იყო - მხოლოდ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტმა ირანელმა (20,84) გაუსწრო.
ბაჩანა ხორავამ მძლეოსნობაში ვარჯიში მშობლიურ ჩხოროწყუში დაიწყო ბუთხუზ ხორავას ხელმძღვანელობით. მერე ზუგდიდში რევაზ ბუკია
დიდ სარბიელზე პირველ წარმატებას 2010 წელს მიაღწია - მოსკოვის ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი მოიგო 100 მეტრზე რბენაში, მერე თანატოლებს ორჯერ აჯობა აზერბაიჯანის ღია პირველობებზე სპრინტერულ დისტანციებში. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა წლეულს ალმათიში ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირზე 100 მეტრი ყველაზე სწრაფად გაირბინა.
- მართალია, პირად შედეგებს ხშირად ვაუმჯობესებ და მედლებსაც ვიხვეჭ, თუმცა მიღწეულით უკმაყოფილო ვარ, რადგან უმთავრესი ვერ შევძელი - ახალგაზრდებში წლევანდელი მსოფლიოს პირველობის საგზური ვერ მოვიპოვე.
არადა, ორჯერ ახლოს ვიყავი მიზანთან - სალიცენზიო ნორმატივების შესასრულებლად ცოტა დამაკლდა.
ეროვნულ სტადიონზე 100 მეტრი 10,75 წამში გავირბინე, მაგრამ საგზურის მოსაპოვებლად 0,1 წამი არ მეყო.
ახლახან ყაზახეთში პირქარმა შემიშალა ხელი და ბარსელონასთვის განკუთვნილ ნორმატივს 0,22 წამით ჩამოვრჩი, - მითხრა ბაჩანამ "დინამო-არენაზე" ვარჯიშის შემდეგ.
- მონდომებული ყმაწვილია, მუყაითი, ყველა დავალებას დაუზარებლად ასრულებს, - მითხრა ბატონმა ანდრომ. - ამიტომ მჯერა, რომ ბაჩანა მნიშვნელოვან ტურნირებზე არაერთხელ გვასახელებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"