რუს მძლეოსანს ოლიმპიურ ვერცხლს წაართმევენ

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორის, რუსი მძლეოსნის, დარია პიშჩალნიკოვას "ბ" დოპინგ-სინჯმაც დადებითი შედეგი აჩვენა.

ისევე, როგორც პირველ სინჯში, ამჯერადაც აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატის - ოქსანდროლონის კვალი.

პიშჩალნიკოვას სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის.

27 წლის რუსს დოპინგ-სინჯი 20 მაისს, 2012 წლის ოლიმპიადის მზადების პროცესში ჩამოართვეს.

თავდაპირველად, მან უარყოფითი შედეგი აჩვენა, მაგრამ ახალი მეთოდიკით ხელმეორე შემოწმებამ გაარკვია, რომ სპორტსმენმა აკრძალული პრეპარატი გამოიყენა.

ლონდონის ოლიმპიადაზე პიშჩალნიკოვამ მეორე ადგილი დაიკავა ბადროს ტყორცნაში. ახლა ეს შედეგი გაუქმებული იქნება.

თავად სპორტსმენს კი სამუდამო დისკვალიფიკაცია ელის, რადგან ის უკვე
მეორედ გამოიჭირეს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში. 2008 წელს მან ექვს რუს მძლეოსანთან ერთად მიიღო ორწლიანი დასკვალიფიკაცია დოპინგ-სინჯების შეცვლის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული