სეზონი არაუშავს შედეგებით და პრობლემებით დასრულდა

AutoSharing Option
საქართველოს 21 ქალაქისა და რაიონის 250 სპორტსმენი მონაწილეობდა მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის თასის გათამაშებაში, რომელსაც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ვერ გეტყვით, რომ, საერთოდ, შედეგები გამორჩეული იყო, თუმცა ამას არც ველოდით, რადგან მაინც სეზონის მიწურულია და სპორტსმენს მომზადების პიკზე ყოფნას ვერც მოსთხოვ.

იმის მიუხედავად, ოთხმა ოსტატობის კანდიდატის ნორმატივს გადააჭარბა. განსაკუთრებით სიმაღლეზე მხტომელ ზურაბ გოგოჭურს გამოვყოფთ. სერგო ძურძუკის შეგირდი უწინდელივით მარტოდმარტო ებრძოდა სიმაღლეს. წლეულს საქართველოს ზამთრის ჩემპიონატზე იგი 205 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო, ამჯერად კი პირადი მიღწევა 5 სანტიმეტრით გააუმჯობესა. ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის მეოთხეკურსელს საგაისოდ საქართველოს რეკორდის (221 სმ) დამხობა აქვს გადაწყვეტილი. ასევე, უნდა გამოირჩეს ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილის დავით ილარიანის, ენდრიკ ზილბერშტეინის, ბოლესლავ სხირტლაძის შედეგები. იყოჩაღა 17 წლის ბაჩანა ხორავამაც. იგი ჩხოროწყუელია, მაგრამ ორი წელიწადია, თბილისში ვარჯიშობს. 200 მეტრზე რბენაში ჭაბუკთა შორის (15-16 წ.წ.) საქართველოს რეკორდსმენია (22 წამი). მან ასევე 100 მეტრზე წლეულს მოსკოვში იუნიორთა საერთაშორისო ტურნირიც მოიგო.

თავისი ასაკისთვის ურიგოდ არც 15 წლის ქუთაისელ სალომე სირაძეს ურბენია. მასზე ჩვენი მძლეოსნობის თავკაცები დიდ იმედებს ამყარებენ. დაოსტატებისთვის, ცხადია, მას მეტი საშეჯიბრო პრაქტიკა სჭირდება. ამის საშუალება კი მშობლიურ ქუთაისში ნაკლებად ექნება: ცენტრალურ სტადიონზე, როგორც ქუთაისის მძლეოსნობის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილემ დავით ზედაშიძემ გვითხრა და მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ყარამან საბანაშვილმაც დაგვიდასტურა, სარბიელის მესვეურებს მეოთხე-მეხუთე სარბენ ბილიკებზე სათადარიგო ფეხბურთელთა სკამები ჩაუბეტონებიათ. ბატონმა დავითმა ისიც დასძინა, რომ სტადიონის მეპატრონეები შეგვპირდნენ, საგაისოდ ამ სკამებს მოვხსნით და ბილიკებსაც დავაგებთო. ეს დალოცვილები, რაღა სარბენ ბილიკებზე ამონტაჟებდნენ სკამებს, მით უმეტეს, თუ მისი მოხსნაც ჰქონდათ განზრახული?! სამიოდე თვის წინათ ეროვნული ჩემპიონატის მიმოხილვისას ვთქვით და ახლაც იმავეს გავიმეორებთ: ხარვეზებისგან არც ეს შეჯიბრება იყო დაზღვეული. 110 მეტრზე თარჯრბენში ისევ ორ-ორი ქალ-ვაჟი ცდიდა ძალებს, სიმაღლეზე ხტომაში მხოლოდ სოფიო მაჭავარიანი და ზურაბ გოგოჭური გამოდიოდნენ, ქალებში 5000 მეტრზე რბენა, გიული დეკანაძის გარდა, ისევ ვერავინ გაბედა. 4X100 მეტრზე ესტაფეტაში ზოგიერთმა ძლივს მიაღწია ფინიშამდე. არც გაგვკვირვებია. ამ ცოტა ხნის წინათ ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მაია აზარაშვილის ინტერვიუ შემოგთავაზეთ, რომელშიც ნათლად იყო ნათქვამი, თუ რა მდგომარეობაშია მძლეოსნეობა ქვეყნის უმეტეს რაიონსა თუ ქალაქში. ჰოდა, რა შედეგი უნდა მოსთხოვო მწვრთნელებსა თუ მათს შეგირდებს?

- ყოველივეს მიუხედავად, მძლეოსნობის ფედერაციის თასის გათამაშებას ურიგოდ არ ჩაუვლია. - გვითხრა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ყარამან საბანაშვილმა. - რამდენიმე ახალგაზრდამ კიდევ ერთხელ დაადატურა, რომ სამომავლოდ მათი იმედი შეიძლება გვქონდეს. ზოგიერთ დისციპლინაში მედლოებისთვის ბრძოლას მეტი სიმწვავე იმანაც შემატა, რომ შეჯიბრებაში ერევნელი ათლეტებიც ჩაებნენ. მაგალითად, სევაკ ეგინიანმა ორი პირველი ადგილიც კი დაიკავა. მადლობა ეროვნული სტადიონის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, რომლებმაც სპორტსმენებს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად ყველა პირობა შეუქმნეს.

ფედერაციის თასის გათამაშებით წლევანდელი სეზონი დავასრულეთ. ათლეტები ახლა დაისვენებენ, მერე კი ზამთრისთვის მზადებას შეუდგებიან.

კვარცხლბეკი
ქალები. 100 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 12,8), 2. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 12,9), 3. სოფიო მაჭავარიანი (თბილისი, 13,0); 100 მ/თარჯრბენი. 1. მაიკო გოგოლაძე (თბილისი, 16,1), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 17,8); 200 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 26,3), 2. მაიკო გოგოლაძე (თბილისი, 26,6), 3. სოფი ჩალაშვილი (თბილისი, 26,7); 400 მ. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 1.01,5), 2. სოფიო ჩილინგარიშვილი (ახალციხე, 1.05,0), 3. ანა ვახტანგაძე (თბილისი, 1.05,1); 400 მ/თარჯრბენი. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 1.08,0), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 1.12,6), 3. სოფიო ჩილინგარაშვილი (ახალციხე, 1.17,0); 800 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 2.20,2), 2. გაიანე გაბრიელიანი (ახალციხე, 2.42,1), 3. ნესტან ირემაძე (ჭიათურა, 2.44,9); 1500 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 4.54,0), 2. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 5.04,9), 3. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 5.25,3); 3000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 10.52,8), 2. ანეჩკა პაპუაშვილი (ახალციხე, 11.12,3), 3. თინათინ მურადიანი (ბორჯომი, 11.56,0); 5000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 19.39,7); 4X100. 1. თბილისი I (50,8), 2. ქუთაისი (53,1), 3. თბილისი II (54,9); სიგრძეზე ხტომა. 1. თათია პაიკიძე (ვანი, 4.97), 2. ლიკა ბიგვავა (ზუგდიდი, 4.83), 3. თამარ გელეიშვილი (ქუთაისი, 4.74); სიმაღლეზე ხტომა. 1. სოფიო მაჭავარიანი (თბილისი. 135); სამხტომი. 1. თათია პაიკიძე (ვანი, 10,56), 2. თამარ გელეიშვილი (ქუთაისი, 10,50), 3. ტანია მაისაია (მარტვილი, 9,84); ბირთვი. 1. სალომე რიგიშვილი (თბილისი, 12.16), 2. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 9.62), 3. ხატია ხურცია (ხონი, 9.28); ბადრო. 1. სალომე რიგიშვილი (თბილისი, 42,18), 2. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 25,50), 3. ალბინა არუთინიანი (აჭარა, 21,50); შუბი. 1. ნათია გიგაური (თელავი, 35,04), 2. ნატო ხურცია (ხონი, 31,70), 3. ნანა კორტავა (ფოთი, 27,30).

ვაჟები. 100 მ. 1. ბაჩანა ხორავა (ჩხოროწყუ, 11,0), 2. ირაკლი აშორდია (მარტვილი, 11,2), 3. დენის ჟვანია (ზუგდიდი, 11,2); 110 მ/თარჯრბენი. 1. დავით ილარიანი (თბილისი, 14,6), 2. თემურ ცირამუა (ზუგდიდი, 17,3); 200 მ. 1. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 21,5), 2. ბაჩანა ხორავა ( 22,3), 3. დენის ჟვანია (22,9); 400 მ. 1. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 47,8), 2. დავით ნოზაძე (ბორჯომი, 50,1), 3. გიორგი ზილბერშტეინი (ახალციხე, 51,7); 400 მ/თარჯრბენი. 1. გიორგი ზილბერშტეინი (ახალციხე, 59,7), 2. დავით ხაბურზანია (ხობი, 1.00,3), 3. თემურ ცირამუა (ზუგდიდი, 1.00,5); 800 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 1.55,5), 2. დავით ნოზაძე (ბორჯომი, 1.57,4), 3. არმენ ბარსეგიანი (ერევანი, 2.07,5); 1500 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 4.07,1), 2. დავით ხარაზიშვილი (თბილისი, 4.09,3), 3. აკაკი შანავა (ხობი, 4.21,3); 3000 მ. 1. 2. სევაკ ეგინიანი (ლენინაკანი, 8.36,1), 2. დავით ხარაზიშვილი (თბილ. I, 9.11,2), 3. ანატოლი ოლეინიკოვი (ლაგოდეხი, 9.24,8); 3000 მ/წინააღმდეგობებით. 1. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 9.55,8), 2. ჰამლეტ მამიკონიანი (თბილისი, 11.00,3); 5000 მ. 1. სევაკ ეგინიანი (ლენინაკანი (14.52,9), 2. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 15.52,3), 3. ანატოლი ოლეინიკოვი (ლაგოდეხი, 16.19,9); 4X100. 1. თბილისი I (45,1), 2. ზუგდიდი (45,7), 3, ქუთაისი (47,7); სიგრძეზე ხტომა. 1. ბოლესლავ სხირტლაძე (თბილისი, 7.27), 2. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 6.96), 3. ოთარ ხაჭაპურიძე (თბილისი, 6.63); სიმაღლეზე ხტომა. 1. ზურაბ გოგოჭური (თბილისი, 210); სამმხტომი. 1. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 14,67), 2. ოთარ ხაჭაპურიძე (თბილისი, 13,97), 3. გიორგი რურუა (აბაშა, 13,18); ბირთვი. 1. ბენიკ აბრამიანი (თბილისი, 16.98), 2. დავით შონია (ფოთი, 12.56), 3. გოგა ჭიხვარია (ოზურგეთი, 12.50); ბადრო. 1. ბენიკ აბრამიანი (თბილისი. I, 42,52), 2. ცოტნე კობაიძე (თბილისი, 36,78), 3. გიორგი გოგოლაშვილი (ოზურგეთი, 34,25); შუბი. 1. ვასილ ელანიძე (ახმეტა, 52,86), 2. გიგა გიგაური (თელავი, 38,85), 3. გიორგი ღულელაური (ახმეტა, 33,20).
საერთო გუნდური: I ჯგუფი. 1. თბილისი (502), 2. ახალციხე (380), 3. ქუთაისი (344); II ჯგუფი. 1. ვანი (109), 2. ახმეტა (99), 3. თიანეთი (98,5).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"






მკითხველის კომენტარები / 2 /
წასჰალეთ რო კომენტარი არ გაკეთებულა:@
giga
15:47 14-11-2010
0
giga
14 ნოემბერი 2010 15:44
ხშირად დადეტ სურატები მძლეოსნობის გტხოვტ . და იმ დგეს დინამოზე გადაგება გვქონდა და ვიდეო როდის იქნება ? სურატები ხსჰირად გადაიგეთ
giga
14 ნოემბერი 2010 15:41
მასეა მარაა ვისაც უნდატ იმას ადზლევენ. მოჯადრაკე ბრდზანდებიტ?
niamora2010
13 ნოემბერი 2010 23:26
ვეთანხმები გაკეთებულ კომენტარს სტიპენდიების შესახებ და ეგებ ოლიმპიურ კომიტეტს მიაწვდინოთ ხმა რომ მოჭადრაკეებიც ჩასვან სტიპენდიანტთა სიაში,მათ ხომ მართლაც უკვე მოიპოვეს მათ ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები
giga
13 ნოემბერი 2010 22:48
კაია მარა იმატზეც უნდა დაწეროტ ვინ მოდის ახალი ტაობა 1996 1995 1995 წლები და ის შედეგებიც დაწერეტ 1996 იანების ჩატვლიტ 1994 წლამდე რო იკო ეგეც უნდა დაიწეროს აუცილებლად . მარტო ესეტ შეჯიბრზე რო წერდით გტხოვტ სხვებიც გამოაქვეყნოთ 1996 იანებისაც
giga
15:49 14-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული