აზარაშვილის თასი ხობში გათამაშდა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ხობის ცენტრალურ სტადიონზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მძლეოსნობის რეგიონული ფედერაციის ინიციატივით აქ სახელოვანი ათლეტის, სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის, მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის მაია აზარაშვილის თასი გათამაშდა (საგულისხმოა, რომ წინა წლებში მსგავს შეჯიბრებას მარტვილმა, ჩხოროწყუმ და წალენჯიხამ უმასპინძლეს). სარბენ ბილიკებზე ოთხ ასაკობრივ ჯგუფში სამეგრელოს რეგიონის 200-მდე სპორტსმენი გამოვიდა. პაექრობებს რაიონის ხელმძღვანელებთან ერთად მაია აზარაშვილი, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ მდინარაძე, ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა და მძლეოსანთა ნაკრების თავკაცი ანდრო ბედუკაძე დაესწრნენ.

დაძაბული
ორთაბრძოლების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები:

1996-98 წლებში დაბადებულნი. გოგონები. 300 მ. 1. ანი ჭანტურია (მარტვილი, 48,29). 2. მონიკა შეროზია (წალენჯიხა, 51,15), 3. თათია გადელია (ფოთი, 52,00). ბიჭები. 500 მ. 1. გიორგი ქარდავა (წალენჯიხა, 1.18,35), 2. იური ხარებავა (ზუგდიდი, 1.22,00), 3. გიორგი ჩანგელია (ჩხოროწყუ, 1.22,09).
1993-1995 წლებში დაბადებულნი. გოგონები. 500 მ. 1. ანი ჭანტურია (მარტვილი, 1.31,28), 2. ტანია მაისაია (მარტვილი, 1.32,50), 3. ლიკა ბიგვავა (ზუგდიდი, 1.32,78). ვაჟები. 800 მ. 1. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი, 2.12,09), 2. დავით ხაბურძანია (ზუგდიდი, 2.13,47), 3. ნიკა დაკარგულია (ზუგდიდი, 2.13,48).
1991-92 წლებში დაბადებულნი. გოგონები. 1000 მ. 1. ნანა გულორდავა (ჩხოროწყუ, 3.57,19), 2. მარიამ ჩხენკელი (ხობი, 3.58,90), 3. ლანა გულორდავა (ჩხოროწყუ, 4.06,04). ვაჟები. 1500 მ. 1. თენგიზ ღვინჯილია (ზუგდიდი, 4.30,22), 2. მათე ჭითანავა (ჩხოროწყუ, 4.54,59), 3. გურამ პაჭკორია (ხობი, 4.58,72).
უფროსები. გოგონები. 1000 მ. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 3.30,05), ვაჟები. 2000 მ. 1. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 5.48,68), 2. კოკა შანავა (ზუგდიდი, 6.26,25), 3. ნუგზარ ყალიჩავა (ჩხოროწყუ, 7.50,19).

გუნდური: 1. ზუგდიდი, 2. ჩხოროწყუ, 3. ხობი.

საუკეთესო სპორტსმენები მაია აზარაშვილმა დააჯილდოვა. მანვე სპეციალური პრიზი გადასცა ზუგდიდელ ბაჩანა ხორავას, რომელმაც წლეულს მოსკოვში საერთაშორისო ტურნირი მოიგო, ამას წინათ კი მძლეოსნობის ფედერაციის თასის გათამაშებაშიც იყოჩაღა.

ასპარეზობის დასასრულს ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისა და საინტერესო შეჯიბრების ჩატარებისთვის, ასევე, აღუთქვა, რომ უახლოეს მომავალში მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია რეგიონის ათლეტებს, მათ შორის - ხობელებს, სპორტული ინვენტარით დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული