ოსკარ პისტორიუსს არ ასვენებენ

AutoSharing Option
შეყვარებულის მკვლელობისთვის პატიმრობაში მყოფი სამხრეთაფრიკელი მორბენალი-ამპუტანტი ოსკარ პისტორიუსი ქალაქ პრეტორიის სასამართლოს დარბაზში არ გამოცხადდა, სადაც უნდა განხილულიყო პროკურატურის აპელაცია მძლეოსნისთვის გამოტანილ სასჯელზე.

სპორტსმენის გამოუცხადებლობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც იცით, პისტორიუსს რივა სტენკამპის მკვლელობისთვის ხუთი წელი მიუსაჯეს, მაგრამ ამ განაჩენით აღშფოთებულმა პროკურორმა ჯერი ნილმა სასამართლოში აპელაცია შეიტანა და მძლეოსნის 25-წლიანი პატიმრობით დასჯას ითხოვს.

თუ ნილი ადგილობრივ სასამართლოში თავისას ვერ მიაღწევს, მას შეეძლება მიმართოს უმაღლეს სასამართლოს. ამ შემთხვევაში პისტორიუსის ადვოკატებს შეეძლებათ, თავიანთი კლიენტის ციხიდან თავდებით გაშვება მოითხოვონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული