უსაინ ბოლტმა წააგო... პირველად რვა წლის შემდეგ

AutoSharing Option
მსოფლიოს უსწრაფესმა ადამიანმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველი მარცხი იწვნია სარბენ ბილიკზე. მან 4x100 მეტრზე ესტაფეტაში საკუთარ გუნდს გამარჯვება ვერ მოუტანა.

საკლუბო ტურნირი - Gibson Relays იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში გაიმართა. ბოლტის ოთხეული სპრინტერულ ესტაფეტაში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა იამაიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდთან, - ამის შესახებ წერს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია.

ბოლტი ესტაფეტის ბოლო ეტაპზე გამოდიოდა. მან ჯოხი იმ მომენტში გადაიბარა, როცა ხუთ მეტრს აგებდა იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორთან, ტიკენდო ტრეისისთან. ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვერ შეძლო მასთან დაწევა.
ფინიშზე დროში სხვაობამ ექვსი მეასედი წამი შეადგინა.

ბოლტის გუნდში ასევე გამოდიოდნენ 100 მეტრზე ბრიტანეთის თანამეგობრობის თამაშების ჩემპიონი კემარ ბეილი-კოული და 200 მეტრზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი უორენ უეირი.

28 წლის უსაინმა სპრინტერულ ესტაფეტაში პირველად წააგო 2007 წლის შემდეგ, როცა იამაიკის ნაკრებმა ვერ შეძლო ციურიხის ტურნირზე გამარჯვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
5 მეტრს თუ აგებდა და მხოლოდ 0.6 წამით წააგო მშვენიერი შედეგია,პირადად ბოლტის ბრალი ნაკლებადაა მგონი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული