დავით ილარიანი: მე რა დავაშავე?

AutoSharing Option
ივლისის მიწურულსა და აგვისტოს დასაწყისში ესპანური ბარსელონა მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, "სპორტის დედოფლის" ამ დიდ მეჯლისში ქართველთაგან ორ-ორგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები - მარიამ ქევხიშვილი და დავით ილარიანი იასპარეზებენ. ქევხიშვილი, რომელიც ამერიკაში სწავლობს და იქვე ემზადება ოკეანისგაღმელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ბირთვის კვრაში მოსინჯავს ძალებს, ილარიანი - 110 მეტრზე თარჯრბენში. ორივე სპორტსმენმა ამას წინათ მალტაში მეორე ლიგის მძლეოსანთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატში პირველი ადგილები დაიკავა.

- ბარსელონისთვის მზადება ჯერ კიდევ იანვარში დავიწყე, - მითხრა ილარიანმა. - ბაქოში, სადაც ზამთრისთვის შესანიშნავი საწვრთნელი პირობებია, თითქმის თვე-ნახევარი
გავატარე. იქვე აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატში ვიასპარეზე და პირველი ადგილი დავიკავე. თანაც სტარტისთვის ცუდი შედეგი არ მიჩვენებია - 14,21 წამი. ვარჯიშის გრაფიკიდან რომ არ ამოვვარდნილიყავი, დოჰას (ბატარი) ზამთრის მსოფლიოს ჩემპიონატზე უარი ვთქვი. ივნისში მალტის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე გავიმარჯვე - 110 მეტრი ბარიერებით 14,21 წამში დავფარე და ბაქოს შედეგი გავაუმჯობესე.

ამ ცოტა ხნის წინათ დონეცკში უკრაინის ღია ჩემპიონატში გამოვედი. მასპინძლებთან ერთად რუსი, ბელარუსი და ბაჰრეინელი მძლეოსნებიც იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისთვის. 13,93 წამით აქაც ყველას ვაჯობე. სპორტულ კარიერაში ჩემი საუკეთესო შედეგი - 13,67 წამი - 2008 წელს იერუსალიმის სალიცენზიო ტურნირზე ვაჩვენე.

- დონეცკში შენთან ერთად საქართველოს სხვა მძლეოსნებიც მონაწილეობდნენ...
- დიახ, ენდრიკ ზილბერშტეინმა 400 მეტრზე რბენაში მალტის შედეგი გააუმჯობესა და 46,19 წამით მე-5 ადგილი დაიკავა. ბენიკ აბრამიანმა კი ბირთვი 17,28-მეტრიან ზღვარს გადააცილა და მე-6 ადგილით დაკმაყოფილდა.

- ეროვნულ ჩემპიონატში თუ გამოხვალ?
- აუცილებლად, რადგან, ევროპის პირველობის წინ ეს ბოლო სტარტი იქნება. კარგად ვარ მომზადებული, არ არის გამორიცხული, ესპანეთში 110 მეტრზე თარჯებით ფინალშიც მოვხვდე. ამიტომ საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას ვთხოვე, ბარსელონაში ჩემთან ერთად პირადი მწვრთნელი გოგი გოზალიშვილი გამოეშვათ. უარი მითხრეს. არავისი მშურს. პირიქით, მიხარია, რომ ქევხიშვილს 2008 წლის პეკინის ოლიმპიადასა და შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირადი მწვრთნელი ჩამოუყვანეს, მარიამი ესპანეთსაც დამრიგებელთან ერთად ეწვევა. ვიმეორებ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე რა დავაშავე?



მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველაფერი კარგად იქნება დავით :)
giorgi
02:22 05-10-2010
0
და რა დააშავა ამ ბიჭმა მართლა,მწვრთნელის გარეშე რანაირად უნდა მიაღწიოს წარმატებას,ეეეეეეეეე ჩვენ კიდევ არ დაგვდგომია საშველი,გადაირევა კაცი რა.წარმატებებს გისურვებ დავით.
tbiliseli
10:20 05-10-2010
0

სიახლეები პოპულარული