ალექსი ახვლედიანი უალტერნატივოდ

AutoSharing Option
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას ორი ათეული წლის განმავლობაში თამაზ მდინარაძე ხელმძღვანელობდა. შარშან დეკემბერში მან თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატთა განცხადებების მიღების ვადა 10 იანვარს ამოიწურა.

"სპორტის დედოფლის" წარმომადგენლებს საარჩევნო ყრილობაზე უალტერნატივო კანდიდატი ეყოლებათ - უკრაინაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ალექსი ახვლედიანი, რომელსაც მძლეოსნობის ფედერაციის 18 სუბიექტი უჭერს მხარს. რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა 20 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში გაიმართება.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული