"სპორტის დედოფლის" წარმომადგენლებს საარჩევნო ყრილობაზე უალტერნატივო კანდიდატი ეყოლებათ - უკრაინაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ალექსი ახვლედიანი, რომელსაც მძლეოსნობის ფედერაციის 18 სუბიექტი უჭერს მხარს. რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა 20 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში გაიმართება.
.