მძლეოსნობა: 92 წლის მარათონელი

AutoSharing Option
92 წლის ჰარიეტ ტომპსონი ქალაქ შარლოტიდან ახალი მარათონული რეკორდის მფლობელი გახდა.

მან სან-დიეგოს მარათონი 7 საათში, 24 წუთსა და 36 წამში გაირბინა. გარბენის მომენტში მისი ზუსტი ასაკი იყო - 92 წელი და 65 დღე. აღნიშნავენ, რომ ტომპსონმა ონკოლოგიური ავადმყოფობა დაამარცხა.

"ყოველ წელს სულ უფრო რთული ხდება, მაგრამ ეს წელი განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის", - განაცხადა ტომპსონმა, რომელმაც იანვარში ქმარი დაკარგა.

საინტერესოა, რომ ჰარიეტმა პირველი მარათონი 76 წლის ასაკში გაიბრინა.

წინა რეკორდი ეკუთვნო
და გლედის ბერილს, რომელმაც 42-კილომეტრიანი დისტანცია 2010 წელს 92 წლისა და 19 დღის ასაკში გაირბან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული