რუსებმა ოქრო-ვერცხლი უნდა დააბრუნონ

AutoSharing Option
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა ექვსი რუსი მძლეოსნის დისკვალიფიკაცია. ამ სპორტსმენებს ჩამოართვეს მედლები, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, აგრეთვე ოლიმპიადებზე ჰქონდათ მოპოვებული.

"სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აპელაცია და დაადასტურა სერგეი ბაკულინის, ოლგა კანისკინას, ვალერი ბორჩინის, ვლადიმირ კანაიკინის, სერგეი კირდიაპკინისა (ყველა - სპორტული სიარული) და იულია ზარიპოვას (რბენა) დისკვალიფიკაცია", - წერია სასამართლოს განაჩენში.

კირდიაპკინს ჩამოართვეს ლონდონის 2012 წლის ჩემპიონატის ოქროს მედალი, კანისკინას ამავე ოლიმპიადის ვერცხლი და ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის ოქრო.

ბაკულინი აღარ არის მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონი, პლანეტის
პირველობის (2009, 2011) ორი ოქრო უნდა დააბრუნოს ბორჩინმა, მსოფლიოს ჩემპიონატის (2011) ვერცხლი ჩამოერთვა კანაიკინს, ხოლო ამავე პირველობაზე მოპოვებულ ოქროს ჩამოართმევენ ზარიპოვას, რომელიც თარჯრბენში გამოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული