_ მალე ეს შედეგებიც, შესაძლოა, სანატრელი გაგვიხდეს, _ გვითხრა შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ყარამან საბაშვილმა. _ ეროვნულ სტადიონს თუ არ ჩავთვლით, მთელ საქართველოში მძლეოსნებს სავარჯიშოდ ელემენტარული პირობებიც არ აქვთ. არ მინდა ნოსტალგიად ჩამეთვალოს, მაგრამ უწინ თბილისში `სპორტის დედოფალს~ კარი ღია ჰქონდა `ლოკომოტივის~, `სინათლის~, სკა-ს, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სტუდქალაქის, სპორტის აკადემიის სტადიონებზე. ყოფილი ლენინის სტადიონს ხომ თავისი მანეჟიც ჰქონდა. დღეს მათი უმეტესობა გაპარტახებულია ან გაუქმებულია. აჭარელი სპორტსმენები უწინ ცენტრალურ სტადიონსა და პიონერთა პარკში ვარჯიშობდნენ. დღეს?.. თითქმის მსგავსი მდგომარეობაა მთელ ქვეყანაში, რასაც სასპორტო სკოლების დახურვა დაემატა. ასეთ პირობებში კიდევ კარგ შედეგებს აღწევენ ჩვენი მძლეოსნები. მაგალითად, ამ ჩემპიონატზე დავით ილარიანმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, წლეულს კონტინენტის გუნდურ პირველობაზე ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა 110 მეტრზე თარჯრბენში. კვლავ გამოირჩა ნორჩი ქუთაისელი სპრინტერი სალომე სირაძე: 100 და 200 მეტრზე რბენაში მან ოქროს მედლები დაიმსახურა. წუთზე ადრე დაფარა 400 მეტრი ფოთელმა თეა ფაცურიამ, 2 მეტრ სიმაღლეზე გადახტა ზურაბ გოგოჭური, ბენიკ აბრამიანმა კი ბირთვის კვრაში თითქმის მეტრით გააუმჯობესა ევროპის პირველობაზე ნაჩვენები საკუთარი შედეგი. მართალია, ისინი საერთაშორისო ნორმატივებს საკმაოდ ჩამოუვარდება, მაგრამ წინსვლა მაინც იგრძნობა. ერთი სიახლეც გვქონდა: მსაჯთა კომიტეტის (თავმჯდომარე მამია ტუღუში) ინიციატივითა და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით 11-17 ივლისს კვალიფიკაცია აიმაღლა 44-მა არბიტრმა, რომლებმაც შესაბამისი სერფიკატებიც მიიღეს. სწავლებამ შედეგიც გამოიღო: ამ ჩემპიონატზე მსაჯთა მიმართ მწვრთნელთა და სპორტსმენთა პრეტენზიები, ფაქტობრივად, არც ყოფილა.
_ მინდა ჩემი გულისტკივილიც გაგიზიაროთ, _ ჩაერია საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი რევაზ ბუკია. _ დღეს რეგიონიდან საქართველოს ნაკრებში 11 სპორტსმენი გვყავს, არადა, ზუგდიდის რაიონში ყურადღებას არავინ გვაქცევს. უწინ ცენტრალურ სტადიონზე უამრავ შეჯიბრებას ვატარებდით. ოთხი წლის წინათ ფეხბურთის მესვეურებმა კარისკენ მიგვითითეს _ მძლეოსნობა არ გვჭირდებაო. ახლა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვვარჯიშობთ. გვემუქრებიან, მალე აქედანაც გაგაგდებთო. კარგა ხანია, გვპირდებიან, ქაღალდის კომბინატის ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე კეთილმოგიწყობთო მძლეოსნურ სექტორებს, მაგრამ ჯერჯერობით თითი თითზე არავის დაუკარებია. კიდევ კარგი, რომ ბოლო დროს ხობის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გამგეობებმა გამოგვიწოდეს დახმარების ხელი. ამ რაიონებში ჩამოვაყალიბეთ მძლეოსნური სექციები და უკვე პირველი შედეგებიც გამოჩნდა. ბოლო დროს ფოთის ხელმძღვანელობის უყურადღებობითაც უკმაყოფილო ვართ. ეროვნულ ჩემპიონატზე ამ ქალაქიდან 12 სპორტსმენს უნდა ეასპარეზა. ჩამოვიდნენ კი ექვსნი, ისიც საკუთარი ხარჯებით. მძლეოსნობა ხომ სპორტის ყველა სახეობის საფუძველთა საფუძველია და, ვიმედოვნებთ, მას რაიონებში მეტ ყურადღებას მიაქცევენ...
ახლა კი ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას გაგაცნობთ:
ქალები. 100 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 12,4), 2. სალომე აბშილავა (თბილისი-ზუგდიდი, 12,5), 3. სოფიო მაჭავარიანი (თბილისი, 12,6). 100 მ. თარჯრბენი. 1. მაია გოგოლაძე (თიანეთი, 15,4), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 17,7). 200 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 26,2), 2. სალომე აბშილავა (თბილისი-ზუგდიდი, 26,2), 3. სოფიო ჩალაშვილი (თბილისი, 27,0). 400 მ. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 58,9), 2. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 59,8), 3. ოქსანა სტეპანიანი (თბილისი, 1.05,8). 400 მ. თარჯრბენი. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 1.06,0), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 1.11,0), 3. ლიკა ბიგვავა (ზუგდიდი, 1.15,8). 800 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 2.17,8), 2. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 2.32,7), 3. ნესტან ირემაძე (ჭიათურა, 2.36,6). 1500 მ. 1. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 5.25,2), 2. ლია ცალქალამანიძე (ახალციხე, 5.27,9), 3. ნესტან ირემაძე (ჭიათურა, 5.41,2). 3000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 10.57,0), 2. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 11.59,2), 3. ლია ცალქალამანიძე (ახალციხე, 12.16,8). 5000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 18.58,9). 4X100 მ. 1. თბილისი-1 (50,7), 2. ქუთაისი (52,5), 3. თბილისი-II (55,0). 4X400 მ. 1. ახალციხე (4.25,9), 2. თბილისი-II (4.30,5). სიგრძეზე ხტომა. 1. მაია გოგოლაძე (თიანეთი, 5,32), 2. სალომე აბშილავა (თბილისი-ზუგდიდი, 5,15), 3. თათია პაიკიძე (ვანი, 4,97). სამხტომი. 1. თათია პაიკიძე (ვანი, 11,10), 2. ტანია მაისაია (მარტვილი, 10,52), 3. თამარ გელეიშვილი (ქუთაისი, 10,41). სიმაღლეზე ხტომა. 1. სოფიო მაჭავარიანი (თბილისი, 140 სმ). ბირთვი. 1. სალომე რიგიშვილი (თბილისი-თიანეთი, 12,95), 2. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 10,15), 3. ია ხაბაზი (აჭარა, 9,80). ბადრო. 1. სალომე რიგიშვილი (თბილისი-თიანეთი, 37,91), 2. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 25,60), 3. ევგენია ჩერვონიკოვა (ფოთი, 25,40). შუბი. 1. ნათია გიგაური (თელავი, 33,97), 2. ევგენია ჩერვონიკოვა (ფოთი, 27,50), 3. მარიამ კვინიკაძე (თბილისი, 19,45).
ვაჟები. 100 მ. 1. ბაჩანა ხორავა (თბილისი, 11,0), 2. ირაკლი აშორდია (მარტვილი, 11,2), 3. ბექა ასლანიშვილი (თბილისი, 11,3). 110 მ. თარჯრბენი. 1. დავით ილარიანი (თბილისი, 13,8), 2. დავით ცირამუა (ზუგდიდი, 18,3), 3. ლევან ფიფია (ზუგდიდი, 19,4). 200 მ. 1. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 21,5), 2. დენის ჟვანია (თბილისი-ზუგდიდი, 22,2), 3. ბექა ჯიშკარიანი (ქუთაისი, 22,2). 400 მ. 1. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 47,9), 2. დავით ნოზაძე (ბორჯომი, 49,0), 3. თენგიზ ღვინჯილია (თბილისი, 49,3). 400 მ. თარჯრბენი. 1. დავით ბარამიძე (აჭარა, 58,7), 2. დავით ცირამუა (ზუგდიდი, 1.00,9), 3. ნუგზარ ჟორჟოლიანი (ქუთაისი, 1.01,8). 800 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 1.52,1), 2. თენგიზ ღვინჯილია (თბილისი-ზუგდიდი, 1.54,1), 3. მერაბ ქინიძე (თბილისი, 1.54,3). 1500 მ. 1. მერაბ ქინიძე (თბილისი, 3.55,0), 2. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 4.00,0), 3. გიგლა ზილბერშტეინი (ახალციხე, 4.01,8). 3000 მ. 1. გიგლა ზილბერშტეინი (ახალციხე, 8.52,9), 2. დავით ხარაზიშვილი (თბილისი, 8.57,3), 3. გიორგი ლომიძე (თბილისი, 9.44,5). 3000 მ. წინაღობებით. 1. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 9,37,0). 5000 მ. 1. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 15.42,3), 2. ანატოლი ოლეინიკოვი (ლაგოდეხი, 16.14,3), 3. დავით დარბაისელი (საგარეჯო, 20.52,5). 4X100 მ. 1. ზუგდიდი (44,0), 2. თბილისი-1 (44,4), 3. ქუთაისი (45,2). 4X400 მ. 1. ახალციხე (3.22,3), 2. ზუგდიდი (3.46,3). სიგრძეზე ხტომა. 1. ოთარ ხაჭაპურიძე (თბილისი, 6,98), 2. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 6,75), 3. ვასილ ელანიძე (ახმეტა, 6,51). სამხტომი. 1. ოთარ ხაჭაპურიძე (თბილისი, 15,04), 2. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 14,46). სიმაღლეზე ხტომა. 1. ზურაბ გოგოჭური (თბილისი, 200 სმ), 2. დავით იაშვილი (ქუთაისი, 160), 3. დავით ალსანიშვილი (აბაშა, 150). ბირთვი. 1. ბენიკ აბრამიანი (თბილისი, 17,34), 2. გიორგი ბედოშვილი (თბილისი, 15,73), 3. დავით შონია (ფოთი, 12,69). ბადრო. 1. გიორგი ბედოშვილი (თბილისი, 45,38), 2. ბენიკ აბრამიანი (თბილისი, 43,02), 3. ცოტნე კობაიძე (თბილისი, 40,39). შუბი. 1. ვასილ ელანიძე (ახმეტა, 46,97), 2. გიორგი ამირანაშვილი (თბილისი, 45,65), 3. ლაშა ონიაშვილი (აჭარა, 41,32). საერთო გუნდური.
I ჯგუფი. 1. თბილისი(1) _ 527, 2. ახალციხე _ 397, 3. ქუთაისი _ 353 ქულა.
II ჯგუფი. 1. ვანი _ 113, 2. აჭარა _ 106, 3. ახმეტა _ 102 ქულა.