რუსეთში დოპინგის თემაზე გამოქვეყნებულ ახალ სტატიაში ამერიკული გაზეთი წერს, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდა სრული ინფორმაცია რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების ფაქტებზე. მაგრამ რუსეთის მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობდა სააგენტოსთან, ხოლო კრეიგ რიდის დანიშვნის შემდეგ, რუსეთმა ჩვეულებრივი შენატანის გარდა, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ანგარიშზე 1.14 მილიონი დოლარი გადარიცხა.
სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში
* * *
იმავე "ნიუ იორკ თაიმსმა", რომელმაც რუსეთში სისტემური დოპინგი ამხილა, თავის ფურცლებზე ადგილი დაუთმო ლეგენდარულ რუს მძლეოსანს ელენა ისინბაევას.
ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს მიაჩნია, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადიდან იმ რუსი მძლეოსნების მოკვეთა, რომლებიც არ არიან მხილებული დოპინგის გამოყენებაში, არასამართლიანი იქნება. ამის შესახებ სპორტსმენმა "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.
"პარასკევს, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია კენჭს უყრის რუსეთის ფედერაციისთვის დისკვალიფიკაციის გაგრძელების საკითხს. თუ ასე მოხდა, მაშინ ჩვენ, ვისაც არასოდეს მიგვიღია აკრძალული პრეპარატები, დავზარალდებით სხვების საქციელის გამო. მესმის, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა მიიღოს სერიოზული ზომები იმისთვის, რომ ამოძირკვოს დოპინგის მიღება. მაგრამ არ მგონია, სამართლიანი იყოს შეჯიბრში მონაწილეობის აკრძალვა ჩემთვის და სხვა რუს "სუფთა" ათლეტებისთვის, რომლებსაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ არაფერი აქვთ საერთო დანაშაულებთან.
იყო ლაპარაკი, რომ მე გამოვიდოდი ოლიმპიადაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშით. მაგრამ ეს არ მეჩვენება რეალურ შესაძლებლობად. თუ მე ოლიმპიადაზე გამოვალ, მხოლოდ რუსეთის დროშით. თუ მთელი რუსული გუნდი მოიკვეთება, მეც მათ შორის უნდა ვიყო", - აღნიშნა ისინბაევამ.
რუსეთის ფედერაციის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილებას 17 ივნისს, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს არ აღუდგენენ წევრობას საერთაშორისო ფედერაციაში, რუსი მძლეოსნები გამოტოვებენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"