გასულ სეზონში, ბოლტმა თავის უამრავ პრიზსა და მედალს მსოფლიოს ჩემპიონატის სამი ოქრო დაუმატა: იამაიკელმა მოიგო 100 და 200 მეტრზე გარბენები და 4x100 მეტრზე ესტაფეტა.
წლის საუკეთესო მამაკაცი მძლეოსნის პრიზზე იამაიკელის კონკურენტები იყვნენ - უკრაინელი სიმაღლეზე მხტომელი ბოგდან ბონდარენკო და ბრიტანელი მორბენალი მო ფარა. ბოლტმა IAAF-ის პრიზი მეხუთედ (2008, 2009, 2011, 2012, 2013) დაიმსახურა.
შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა საუკეთესო ქალი მძლეოსნის ტიტულისთვის ბრძოლაში გაუსწრო ჩეხ მორბენალს ზუზანა
გარდა ამისა, დაჯილდოვების ცერემონიაზე რუსმა ჭოკით მხტომელმა ელენა ისინბაევამ პრიზი მიიღო მძლეოსნობაში ბრწყინვალე კარიერისთვის. იგივე ჯილდო დაიმსახურა ცნობილმა ამერიკელმა სიგრძეზე მხტომელმა დუაიტ ფილიპსმა. ამერიკელმა მორბენალმა მერი კეინმა მიიღო "წლის ამომავალი ვარსკვლავის" პრიზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტმა წიგნი დაწერა: "ელვაზე სწრაფი"