ელენა ისინბაევა სკანდალით იმუქრება

AutoSharing Option
ჭოკით ხტომაში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რუსმა ელენა ისინბაევამ დაგმო რუსი მძლეოსნების სავარაუდო მოკვეთა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებიდან.

"არ შეიძლება მთელი გუნდის დისკვალიფიკაცია. უნდა განიხილონ კონკრეტული შემთხვევები. დანაშაულის გარეშე ყველა სპორტსმენის დამნაშავედ გამოცხადება დაუშვებელია, ხოლო ყველას მატყუარად გამოყვანა - ზეთავხედობა. მე ამას პირად შეურაცხყოფად აღვიქვამ. ვპირდები ყველას, რომ დიდი სკანდალი მოხდება, თუ ჩვენ ოლიმპიადაზე არ დაგვიშვებენ", - განაცხადა ისინბაევამ.

* * *

ამასობაში, სკანდალში ეხვევიან რუსი მოცურავეები. ცურვის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კორნელ მარკულესკუმ გუშინ განაცხადა, რომ სამი რუსი სპორტსმენია ეჭვმიტანილი
დოპინგის გამოყენებაში.

ჩინოვნიკს არ დაუზუსტებია ათლეტთა გვარები და დისციპლინები, რომელშიც ისინი გამოდიან. მისი სიტყვებით, ფედერაცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება რუსი მოცურავეების მხრიდან ანტისადოპინგო წესების დაცვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული