"სოსო ჯაჭვლიანმა საქართველოს ნაკრები პირდაპირ საროსკიპოში განათავსა"

AutoSharing Option
მკლავჭიდელებმა სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ პარლამენტის წინ აქცია გამართეს. სპორტსმენები მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას ითხოვენ და მას დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

სპორტსმენები ჯაჭვლიანის მიერ თანხების მითვისებაზეც საუბრობენ.

"8 თვის განმავლობაში ეს ადამიანი ჩემს პირად ხელფასს ითვისებდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი კარგი ასპარეზობის შედეგად მე, როგორც მწვრთნელს 30 000 ლარი დამერიცხა, მაგრამ ამ 30 000-დან 23 000 სოსო ჯაჭვლიანმა თაღლითურად მიითვისა.

2015 წელს ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზეთ, ასევე ვიასპარეზეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ევროპაზე ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში ვართ სამეულში.
პირადად ჩემს სახელზე უნდა ყოფილიყო პრემია 40 000 ლარი, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ სოსო ჯაჭვლიანმა მწვრთნელად საკუთარი თავი დაიწერა და კუთვნილი პრემია მიითვისა.

გარდა ამისა, არის სხვა უამრავი გადაცდომა. მალაიზიაში მსოფლიო ჩემპიონატისას ჩვენ სასტუმროდან გამოგვიყვანა და საქართველოს ეროვნული ნაკრები პირდაპირ საროსკიპოში განათავსა.

ერთ-ერთ სპორტსმენს კი, რომელსაც გარდაბნის გამგეობამ 1 500 ლარი ჩაურიცხა, ნახევარი, 750 ლარი სოსო ჯაჭვლიანმა გამოსძალა", - აცხადებს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებთა ყოფილი მწვრთნელი გელა ბექაური.

პარლამენტის წინ შეკრებილთა მტკიცებით, ჯაჭვლიანი არაფერს აკეთებს მკლავჭიდის განვითარებისთვის და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მათი განცხადებით, თუკი მათი მოთხოვნის საპასუხოდ სათანადო ნაბიჯები არ გადაიდგმება და სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებს, ნაკრები ჩემპიონატებსა და ტურნირებში ასპარეზობაზე უარს იტყვის. 

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 26 /
არც კი ცხვენიათ.ჩემი შვილიც მკლავჭიდელია და ვიცი რა დგეში არიან ბიჭები.ის კიარა სტიმული მივცეთ ჩვენს ქართველ ბიჭებსო...ღმერთი ამას არ აპატიებთ.პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია.გული მწყდება ჯაჭვლიანის ესეთ ქმედებზე.ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი მეგონა.რამხელა იმედებს ვამყარებდით.ყველას მოეთხოვება აქ თუარა სასუფეველში პასუხი.
nana
18 თებერვალი 2016 09:00
0
იბიარდზე წაიყვანა
გიო
17 თებერვალი 2016 23:57
0
მგონი მართლა სანატრელი გახდა მიშას ბანდა,რაც ძალიან სამწუხაროა.
j
17 თებერვალი 2016 14:46
0
კონკრეტული ბრალდებებია და გასცეს პასუხი თუ მართალია თქვენ რას ადვოკატობთ? რა შუაშია აქ პოლიტიკა ვერ გავიგე და არც მკლავჭიდელების ზონდერობა გამიგია ისე.
ალეკო
17 თებერვალი 2016 14:35
0
მკლავჭიდელები კი არა ესენი ინტრიგანების და ჭორიკანების ბრბოა.დააშავაა მიდი პროკურატურაში დადე ფაქტები და მოითხოვე დამნაშავის პასუხისგება.ამათაც კაცები ქვიათ, ვიღაცეების დაკვეთის შემსრულებლები.სანამ ასეთი "ვაჟკაცები" გვეყოლება ალბათ ამ ქვეყნის საშველიც არ იქნება
mtieli
17 თებერვალი 2016 14:12
1
პოლიტიკურია (და ალბათ პოლიტიკური სარჩულიც უდევს) თუ არაპოლიტიკური ამის ნახევარიც თუ მართალია რა ვიცი... მეტი რაღა უნდა დააშავოს ადამიანმა?...
irakli Apkhaidze
17 თებერვალი 2016 13:25
0
mklavWidelebs-ს. "როგორც ამბობენ" და მსგავსი, ჰაერში დაჭერილი ინფორმაციებით რომ საზრდოობთ ქართველთა უმრავლესობა, იმიტომ გაქვთ "აწყობილი" საქმე ხუთიანზე. აცდენილი ხარ რეალობას.
sarkis
17 თებერვალი 2016 12:07
0
ratom xdeba ise rom vinc korupciahia gaxveuli,gaunaflebelia,banditobs da mozaladea yvela eklesias etmasneba da tavi didi morcmuned moakvs?!
halagaji
17 თებერვალი 2016 11:59
0
აქ მკლავჭიდელებს რო ზონდერებად მოიხსენიებთ და მიშას სასტავად,ერტს ვიტყვი,მეც მკლავჭიდელი ვარ და აქ პოლიტიკური არაფერია,ადამიანი რომელსაც კიდიხარ მეტის გირსიცააა და ვინც ამ საქმესჰი ცჰახედულები არ ხართ ...
gio
17 თებერვალი 2016 11:43
0
სოსო ჯაჭვლიანი უნამუსო კაცია ფული საიდან გააკეთოს იმას ფიქრობს , მაგ კაცს მკლავჭიდი არ უყვარს იძახის ძიუდოისტი ვარო და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტია, იბრალებს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ვარო, ნეტა როდის მოიგო :D გაგებაში არარი არაფრის, რაც სოსოა ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ჩემპიონატი არ ჩატარებულა ელემენტარულია და ამით ნათქვამია ყველაფერი. უნამუსოოო
თორნიკე
17 თებერვალი 2016 11:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული