ეს მით უფრო სასიამოვნოა, რომ უკრაინა უძლიერესი შემადგენლობით ასპარეზობდა და ნახევარფინალში იტალიელებს მოუგო, რომელთა შემადგენლობაშიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა გამოდის. ჩვენებმა ფინალამდე მოლდოვას და რუსეთს მოუგეს.
საქართველოს ნაკრები პირველად გახდა კონტინენტის ჩემპიონი, თუმცა ერთხელ ვიცე-ჩემპიონიც იყო, შარშან კი ბრინჯაო მოიპოვა. ეს იყო კორეელი სპეციალისტის - ან იონ სეუნის პირველი ტურნირი ჩვენს ნაკრებში, თუმცა ის ჯერ ოფიციალურად კიდევ არაა დამტკიცებული