ქართველები ფინალში

AutoSharing Option
სომხურ ეჩმიაძინში მიმდინარე მშვილდოსანთა ევროპის ახალგაზრდული თასის რიგით პირველ ეტაპზე წარმატებით გამოვიდა ქართველთა დუეტი შერეულ წყვილებში - ირაკლი ქვლივიძე და თეონა კუტალაძე ფინალში გავიდნენ.

ჩვენებურები საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგ პირველ აგილზე იყვნენ, პლეი ოფში კი სამი შეხვედრა მოიგეს - როზა და ლევონ გრიგორიანების მასპინძლურ დუეტს 132:122 აჯობეს, ლუკას დანიელისა და მადისონ შეპერსის ფრანგული წყვილი 141:139 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი გერმანელებთან, მაქსიმილიან ვერკმიულერთან და კატარინა ბაიერთან 145:143 იმარჯვეს. ფინალი ხვალ გაიმართება, ჩვენები კი უკრაინელებს. ოლეგ ომელჩენკოსა და ანასტასია პავლოვას შეხვდებიან.

საგულისხმოა, რომ ეს
პირველი შემთხვევაა ქართულ მშვილდოსნობაში, როცა ქართველმა სპორტსმენებმა შერეულ წყვილებში ასეთი მაღალი შედეგი აჩვენეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული