იტალიაში შეკრებაზე

AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები უკვე იტალიაშია, სადაც 3-10 ივლისს მსოფლის ჩემპიონატში იასპარეზებს. შეჯიბრება ტურინში ტარდება, ჩვენები კი იქ ხანმოკლე შეკრებას გაივლიან, რაც აკლიმატიზაციაში და სასროლეთთან ადაპტაციაში დაეხმარებათ.

ნაკრების კორეელი მთავარი მწვრთნელის ან იონ სეუნის გადაწყვეტილებით, მსოფლიოზე ისევ ძველი სამეული გამოვა - ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე. იტალიაშიც ეს სამეულია წასული შეკრებაზე. კორეელის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს პირველობაზე არ გამოვა ჩვენი ვაჟთა ნაკრები, რადგან მათი შედეგები საგრძნობლად ჩამორჩება საერთაშორისო მაჩვენებლებს.

მსოფლიოს წლევანდელი პირველობა მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა, რადგან იქ ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა. ოღონდ
ამჯერად მთავარი ყურადღება ექცევა არა პირად, არამედ გუნდურ ტურნირს. მოგეხსენებათ, გუნდურში 16 ნაკრები გადის ტატამზე და ვინც პლეი ოფის პირველ წრეს გაივლის, რვა ნაკრების სამივე წევრი მიიღებს საგზურს, ანუ ტურინში ოლიმპიადის ერთბაშად 24 მონაწილე გამოვლინდება.

ცოტა გართულდება საქმე, თუ იმ რვა საუკეთესოს შორის ბრიტანეთიც აღმოჩნდება, რომლებსაც, როგორც მასპინძლებს, ლიცენზიები არ სჭირდებათ. ამ შემთხვევაში IX-XVI ადგილებზე გასულები დამატებით ტურნირს ჩაატარებენ ერთი საუკეთესოს გამოსავლენად, რომელიც ასევე მიიღებს თამაშების საგზურს. იმედია, იღბლიანთა შორის ჩვენი ქალებიც აღმოჩნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული