ჩვენებურებიდან ერთი წრის გავლა მხოლოდ ლაშა ფხაკაძემ მოახერხა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზეც საუკეთესო იყო გუნდში. მას პირველ წრეში მეტოქედ ბრიტანელი აშე მორგანი ერგო, რომელმაც შესარჩევი ეტაპი ჩვენებურზე ბევრად უკეთ ჩაატარა - 33-ე იყო (ფხაკაძე მე-80-ე).
თუმცა პლეი ოფი სხვაა და აქ ქართველმა გაცილებით მეტი შეუპოვრობა გამოავლინა - სამ პერიოდში მშრალი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა. ასეთმა დასაწყისმა წარმატების იმედი ჩაგვისახა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფხაკაძემ მეტის გაკეთება ვერ შეძლო და მომდევნო
ამ დროს ჩვენი გუნდის სხვა წევრები გავარდნილები იყვნენ. გიორგი წიბლიაშვილმა მალაიზიელ ადამ ვონგთან ასევე სამივე პერიოდი დათმო, ირაკლი ქვლივიძემ ავსტრიელ ალექსანდერ ბერჩლერს პირველი პერიოდი კი მოუგო - 27:25, მაგრამ მომდევნოები წააგო და გავარდა.
თუმცა გუშინ ლეგნიცაში ქართველებიდან ყველაზე დასანანი მარცხი მაინც თეონა კუტალაძემ იწვნია, რომელსაც პირველ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. მან პლეი ოფი გამარჯვებით დაიწყო - თურქ ილგინ კიზილგუნესლერს ორი პერიოდი მოუგო (28:27; 28:26).
ამის შემდეგ რაც მოხდა, ცოტა ძნელი წარმოსადგენი იყო - თურქმა ზედიზედ იმარჯვა მომდევნო სამ სეტში. არადა, კუტალაძემ მესამე პერიოდი მინიმალური სხვაობით დათმო - 26:27, მომდევნოებში კი ფარ-ხმალი დაყარა - 24:29 და 24:25 წააგო. როგორც ვხედავთ, მას შეხვედრის მეორე ნახევარში გაუჭირდა. ასევე დაემართა გუშინწინაც, საკვალიფიკაციო ეტაპზე - თავიდან გრძელ დისტანციებზე ბევრად უკეთ გამოვიდა, ვიდრე ბოლოსკენ, შედარებით ახლოებზე.
ამით ჩვენთვის პოლონური ტურნირიც დასრულდა, რადგან გუნდურ პირველობაში პლეი ოფებში ვერ გავედით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"