ქრისტინე ესებუამ ჩინელთან წააგო

AutoSharing Option
ლონდონში მიმდინარე "ოლიმპიურ ტესტზე" ჩვენმა ქალთა ნაკრებმა პირველი დანაკლისი განიცადა - გავარდა გუნდის ლიდერი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა.

მან პლეი ოფის პირველ შეხვედრაში იტალიელი ჯესიკა ტომასი სამ სეტში, მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 3:0, მაგრამ 1/16-ფინალური შეხვედრა ჩინელ იუტინ ფანთან 1:7 დათმო.

ესებუამ წააგო პირველი ორი სეტი - 26:27; 23:26, მესამე ფრედ დაასრულა - 28:28, რითაც შეხვედრის გადარჩენის შანსი შეინარჩუნა, მაგრამ მეოთხეში კვლავ დამარცხდა - 27:28 და გამოვარდა.

როგორც ვხედავთ, ჩვენებურმა სამი წაგებული სეტიდან ორი მინიმალური სხვაობით დათმო, თუმცა ეს ჩვენს
მდგომარეობას ვერ ცვლის - ესებუა შეჯიბრებას გამოეთიშა.

არადა, ჩვენებურმა ჩინელს წლეულს ტურინში მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალში მოუგო. სამწუხაროდ, ფანმა ამჯერად რევანშის აღება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული