ხათუნა ნარიმანიძემ პირველივე წააგო

AutoSharing Option
ჩვენთვის წარუმატებლად დასრულდა "ოლიმპიური ტესტის" გათამაშება ლონდონში - ხათუნა ნარიმანიძე პირველივე წრეში დამარცხდა. ის ტურნირს შემორჩენილი ბოლო ქართველი იყო, რადგან მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და ასმათ დიასამიძე წინა დღეებში გავარდნენ.

ნარიმანიძეს პლეი ოფის პირველ წრეში არც ისე ძლიერი მეტოქე ჰყავდა - კანადელი კატერინ ვრაკკინგი, მაგრამ მაინც წააგო - 2:6. არადა, შეხვედრა გამარჯვებით დაიწყო - პირველი სეტი 26:24 მოიგო, მაგრამ მერე ზედიზედ სამი დათმო (23:26; 25:26; 26:28) და გამოვარდა. შეჯიბრება კი ლოგიკურად დასრულდა - ჩემპიონი საკვალიფიკაციო ეტაპის მომგები დასომი იუნი გახდა,
რომელმაც ფინალში პოლონელი იუსტინე მოსპინეკი 6:4 დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთმა კორეელმა - ბო ბაე კიმ მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ რენ ჰაიაკავას 6:2 აჯობა.

ჩვენი ნაკრები ამ დღეებში დაბრუნდება თბილისში და მალევე კორეაში გაემგზავრება ორთვიან შეკრებაზე. აზიაში ამ სამეულთან ერთად იულია ლობჟანიძეც გაემგზავრება, რომელიც უკრაინიდან გადმოჰყავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული