16:14 04-09-2010
ბრინჯაო ქართველთა სამიზნეზე
AutoSharing Option
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები დღეს შანხაიში, მსოფლიოს თასის დასკვნით ეტაპზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. გუშინ ჩვენმა მანდილოსნებმა - ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე - სასიამოვნოდ გაგვაოცეს, როცა ამერიკელებსა და რუსებს ერთმანეთის მიყოლებით მოუგეს. მათ პლეი ოფი ამერიკელებთან შეხვედრით დაიწყეს, მათთან მოგება კი სულაც არ იყო შეუძლებელი და აკი გააწბილეს კიდეც ხათუნა ლორიგის (ქვრივიშვილი) თანაგუნდელები - 216:211 მოუგეს. ამერიკელებზე გაცილებით ძლიერი იყო მომდევნო მეტოქე - რუსეთის ნაკრები. მართალია, საკვალიფიკაციოში ამერიკელები მესამეზე გავიდნენ, რუსები - 14-ზე, მაგრამ ტიტულებითაც და სადღეისო მდგომარეობითაც ჩვენს
ჩრდილოელ მეზობლებს ბევრად ძლიერი გუნდი ჰყავთ. თუმცა ჩვენებმა ეს დაბრკოლებაც იოლად გადალახეს - 195:190 იმარჯვეს. ამით ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მართლაც უძლეველ ბარიერს - ჩინეთის ნაკრებს გადააწყდნენ. მასპინძლებს ტურნირზე აბსოლუტურად გადახალისებული ნაკრები წარადგინეს და პირად პირველობაში მწარე მარცხიც იწვნიეს, ამის კომპენსაციას კი გუნდურში შეეცდებიან. ერთი სიტყვით, ჩვენებს მოგებაზე დაგეშილ ჩინელებთან მოუწიათ ორთაბრძოლა და ვერაფერს გახდნენ - 213:202 მეტოქის სასარგებლოდ. თამაზ ფუტკარაძის შეგირდები ბრინჯაოსთვის ტაივანის საკმაოდ ძლიერ გუნდს შეხვდებიან, რომელმაც ნახევარფინალი კორეასთან დათმო - 212:223. დაგვეთანხმებით, ფრიად საინტერესო იქნება ფინალური პაექრობაც მუდმივ მეტოქეებს - ჩინელებსა და კორეელებს შორის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული