წინასწარი მონაცემებით, 18-მეტრიან დისტანციაზე მშვილდს დაახლოებით 32-მდე მოისრე მოზიდავს, თუმცა მოსალოდნელია, მათი რიცხვი გაიზარდოს კიდეც.
მონაწილეთა უმეტესობა თბილისიდანაა, რეგიონებიდან კი ჯერჯერობით მხოლოდ აჭარა და ასპინძაა წარმოდგენილი.
შეჯიბრება ოთხ ნაწილად ჩატარდება - ბიჭებში და გოგოებში, ქალებსა და ვაჟებში ქვეყნის ყველა წამყვანი მშვილდოსნის მონაწილეობით. დღეს საკონტროლო სროლებია, ხვალ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართება, კვირას კი ფინალური სერია ჩატარდება.
ცვლილებაა ნაკრების მოსამზადებელ გეგმაში. ადრე გაცნობეთ, რომ კორეელ მწვრთნელს ან ჰიუნ სანს ქალთა გუნდის წაყვანა
ეს მთლიანად ახალგაზრდული ნაკრებია, თუმცა მათ შედეგებს იმდენად მოუმატეს, კორეელის აზრით, იმსახურებენ ნდობას, უფროსთა შეჯიბრებებში გამოსცადოს.
თვის ბოლოსთვის ლვოვიდან თბილისში იულია ლობჟანიძის ჩამოსვლასაც ელოდებიან, რადგან მისი უკრაინიდან გადმობირების საკითხი დადებითად გადაწყდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"