სამწუხაროდ, ჩვენმა წარმომადგენლებმა ყველა ფრონტზე წარუმატებლად ისროლეს, თუმცა ვიდრე ამაზე ვისაუბრებთ, მანამდე ქალთა საკვალიფიკაციო ეტაპზე ვთქვათ, რადგან ის შეჯიბრება გვიან დასრულდა და გუშინ მისი შედეგები მხოლოდ ნაწილობრივ გაცნობეთ.
როგორც გუშინ გითხარით, ჩვენგან ყველაზე უკეთ ხათუნა ნარიმანიძე ისროდა, რომელიც ზუსტად შუა ტურნირის შემდეგ მე-9 ადგილზე იყო.
მან ეს პოზიცია ბოლომდე ვერ შეინარჩუნა, თუმცა არც ურიგოდ უსვრია - 641 ქულა დააგროვა და 127 მონაწილეს შორის მე-20
ქალებიდან პლეი ოფში თუ სამივე ჩვენი მონაწილე შევიდა, ვაჟებიდან ეს მხოლოდ ლაშა ფხაკაძემ შეძლო, რომელიც 633 ქულით მე-60 იყო. ამ ოთხი ქართველიდან პლეი ოფის პირველი წრე იმან დასძლია, ვინც შესარჩევში ყველაზე ცუდად გამოვიდა - ესებუამ.
მას პირველ წრეში მეტოქედ იაპონელი რენ ჰაიაკავა ერგო და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გადასროლაში მოუგო მას შემდეგ, რაც ხუთმა პერიოდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
ამასობაში ნარიმანიძე ვენესუელელ იერუბი სუარესთან დამარცხდა, რომელიც შესარჩევში 93-ეზე გავიდა. აქ ნარიმანიძემ მხოლოდ ორი პერიოდის ფრედ დასრულება მოახერხა და 2:6 წააგო. დიასამიძე ირანელ მარიამ მაჰმოოდისერესთან 1:7 დამარცხდა, ფხაკაძემ კი ბრიტანელ ალან უილსთან სამივე სეტი დათმო - 0:6.
1/24-ფინალში ესებუა ბრაზილიელ სარა ნიკიტინს შეხვდა და მხოლოდ მეორე პერიოდის მოგება შეძლო, დანარჩენი სამი კი წააგო და 2:6 დამარცხდა. შერეულ წყვილებში ნარიმანიძეს და ფხაკაძეს 1274 ქულა მოუგროვდათ, რაც მე-14 შედეგი აღმოჩნდა. პლეი ოფში ისინი მესამეზე მყოფ ამერიკელებს შეხვდნენ და 137:150 წააგეს.
21 ივნისს ოგდენში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - სალიცენზიო ტურნირი იმართება. ჩვენი ქალები პირველ წრეში გერმანიის საკმაოდ ძლიერ გუნდს ხვდებიან, ვაჟები კი პლეი ოფში ვერ მოხვდნენ.
გუნდურ პირველობაში ლიცენზიის მოსაპოვებლად სამეულში მოხვედრაა საჭირო, ინდივიდუალურში - ხუთეულში. დღესვე ტარდება გუნდური პლეი ოფი ქალთა შორისაც საკუთრივ მსოფლიოს თასზე, სადაც ჩვენი მანდილოსნების მეტოქეები მექსიკელები იქნებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"