დაუჯერებელია, მაგრამ სპორტსმენმა, რომელიც ოფიციალურად ბრმად (!) არის მიჩნეული, 699 ქულა დააგროვა, რაც მისსავე რეკორდზე სამი ქულით უკეთესი შედეგია.
სინამდვილეში, სამხრეთკორეელი ბოლომდე ბრმა არ არის: ერთ თვალში ის 20 პროცენტით ხედავს, მეორეში 10 პროცენტით. მას სამიზნის გარჩევა მხოლოდ ფერების მიხედვით შეუძლია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის სასწაულის მოხდენაში.
მსოფლიოს რეკორდსმენს მხარი მისმა თანაგუნდელებმა აუბეს და კორეელებმა
წინასწარი რაუნდის მიხედვით, ორგანიზატორები ადგენენ სატურნირო ბადეს და ორშაბათს მშვილდოსნობაში ტურნირი 1/32 ფინალით განახლდება.
პირადი
1. დონ-ჰიუნ იმი (ს. კორ) - 699 ქულა (მსოფლიოს რეკორდი); 2. ბუბმინ კიმი (კ. კორ) - 698; 3. იინ-ჰიეკ ოჰი (ს. კორ)- 690; 4. ლარი გოდფრი (ბრიტ) - 680; 5. ტაკაჰარუ ფურუკავა (იაპ) - 679; 6. გაელ პრევოსი (საფ) - 679...
გუნდური
1. სამხრეთ კორეა - 2087 (მსოფლიოს რეკორდი); 2. საფრანგეთი - 2021; 3. ჩინეთი - 2019; 4. აშშ - 2019; 5. იაპონია - 2009; 6. იტალია - 1998...
* * *
გუშინდელ საკვალიფიკაციოზე ასობით ყალბი ბილეთი გაიყიდა. შესარჩევი ტურნირი მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ინტერნეტით მოასწრეს ყალბი ბილეთების რეალიზაცია, რის შემდეგაც მათი მყიდველები აღშფოთებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ შეჯიბრზე არ შეუშვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"