მშვილდოსნობის ფედერაციას პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ჰყავს

AutoSharing Option
8 დე­კემ­ბერს, 15 სა­ათ­ზე სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მშვილ­დოს­ნო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ან­გა­რი­შო-სა­არ­ჩევ­ნო ყრი­ლო­ბა გა­ი­მარ­თე­ბა და ახალ პრე­ზი­დენ­ტ­საც აირ­ჩე­ვენ.

4 დეკემბერს, სა­ღა­მოს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტუ­რე­ბის წარ­დ­გე­ნის ვა­და ამო­ი­წუ­რა, გა­ნაცხა­დი კი მხო­ლოდ ორ­მა შე­ი­ტა­ნა - ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფილ­მა ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტ­მა თენ­გიზ ტე­რუ­ნაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც აჭა­რის რე­გი­ო­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წა­რად­გი­ნა და ფე­დე­რა­ცი­ის მოქ­მედ­მა ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტ­მა ბა­ჩი ჭან­ჭა­ლე­იშ­ვილ­მა.

ფე­დე­რა­ცი­ის აქამ­დე­ლი თავ­კა­ცი მა­მუ­კა ქა­ცა­რა­ვა კენ­ჭის­ყ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რომ არ მი­ი­ღებ­და, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის და­ნიშ­ვ­ნის­თა­ნა­ვე გახ­და ცნო­ბი­ლი.

4 დეკემბერს ფე­დე­რა­ცი­ი­დან წას­ვ­ლის სურ­ვი­ლი გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა არ­ტემ სა­ნიშ­ვილ­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა. მი­ზე­ზად კი მო­უც­ლე­ლო­ბა
და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ ის მშვილ­დოს­ნო­ბი­დან არ მი­დის და ფე­დე­რა­ცი­ა­ში აღ­მას­კო­მის წევ­რად დარ­ჩე­ბა.

ამა­სო­ბა­ში კვლა­ვაც ღი­ად რჩე­ბა ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის სა­კითხი. რო­გორც სა­ნიშ­ვილ­მა გვითხ­რა, კო­რე­ე­ლი ან ჰე­ი­უნ სა­ნის დაბ­რუ­ნე­ბა ამ ეტაპ­ზე გა­მო­ი­რიცხა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მი­სი ხელ­ფა­სი დიდ­წი­ლად ძველ სა­მი­ნის­ტ­რო­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა­საც ფე­დე­რა­ცია და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ გა­დაწყ­ვეტ­და.

ამი­ტომ ამ თე­მის გან­ხილ­ვას სა­მი­ნის­ტ­როს ახალ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან გეგ­მავ­დ­ნენ, თუმ­ცა აუდიენ­ცი­ის­თ­ვის არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, ფე­დე­რა­ცი­ის ძველ­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ არც იაქ­ტი­უ­რა, რად­გან პოს­ტი­დან მა­ინც მი­დი­ო­და.

ვნა­ხოთ, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ახა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო გუნ­დი. ჯერ ისიც არ ვი­ცით, ვინ მო­ვა პრე­ზი­დენ­ტად, თუმ­ცა მთე­ლი რი­გი მო­საზ­რე­ბე­ბი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ვინც უნ­და იყოს ის, ად­გი­ლობ­რივ კად­რებს და­ეყ­რ­დ­ნო­ბა და ამ ეტაპ­ზე უცხო­ელს არ მო­იწ­ვე­ვენ.

თუმ­ცა ეს მა­ინც ვა­რა­უ­დია და და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ კი ვი­სურ­ვოთ, ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტ­მა აქ­ცენ­ტი სპორ­ტის ამ უძ­ვე­ლე­სი სა­ხე­ო­ბის მა­სობ­რი­ო­ბა­ზე და სპორ­ტუ­ლი ბა­ზის შექ­მ­ნა­ზე გააკეთოს, თო­რემ სირ­ცხ­ვი­ლია ის სა­ვარ­ჯი­შო პი­რო­ბე­ბი, რო­მელ­შიც ჩვე­ნი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან გინდ თბი­ლის­ში და გინდ - ბა­თუმ­ში. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ასე­თი პირ­ველ­ყო­ფი­ლი ბა­ზე­ბი, უბ­რა­ლოდ, სირ­ცხ­ვი­ლია.

გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბა ზამ­თარ­ში იქ­მ­ნე­ბა, რო­ცა კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­მო გა­რეთ ვარ­ჯი­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა და იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, დარ­ბაზს მი­ა­შუ­რონ.

ამ მხრივ თბი­ლისს კი­დევ არა უშავს - სიგ­რ­ძე მა­ინც ჰყოფ­ნით, თუმ­ცა კე­თილ­მოწყო­ბა, გათ­ბო­ბა და ამ­გ­ვა­რი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი აქაც შო­რე­უ­ლი ოც­ნე­ბაა. ბა­თუმ­ში კი იმ ბა­ზას პი­რო­ბი­თად ეთ­ქ­მის დარ­ბა­ზი - იმ­დე­ნად პა­ტა­რაა. იქ ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ზე თუ იმუ­შა­ვე­ბენ, თო­რემ მოკ­ლე დის­ტან­ცი­ის გა­მო გას­რო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არის.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, შე­დე­გე­ბი მა­ინც გვაქვს - ევ­რო­პის ზამ­თ­რის ჩემ­პი­ო­ნო­ბას თა­ვი რომ და­ვა­ნე­ბოთ, შარ­შან მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბა­ზე ქრის­ტი­ნე ესე­ბუა მე­ო­რე­ზე გა­ვი­და, რაც ამ რან­გის შე­ჯიბ­რე­ბა­ში ჩვე­ნი მშვილ­დოს­ნო­ბის­თ­ვის პი­რად­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მე­და­ლია. მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბა თუ გვინ­და, პი­რო­ბე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული