4 დეკემბერს, საღამოს საპრეზიდენტო კანდიდატურების წარდგენის ვადა ამოიწურა, განაცხადი კი მხოლოდ ორმა შეიტანა - ფედერაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ ტერუნაშვილმა, რომელიც აჭარის რეგიონულმა ორგანიზაციამ წარადგინა და ფედერაციის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩი ჭანჭალეიშვილმა.
ფედერაციის აქამდელი თავკაცი მამუკა ქაცარავა კენჭისყრაში მონაწილეობას რომ არ მიიღებდა, ვადამდელი არჩევნების თარიღის დანიშვნისთანავე გახდა ცნობილი.
4 დეკემბერს ფედერაციიდან წასვლის სურვილი გენერალურმა მდივანმა არტემ სანიშვილმაც დაგვიდასტურა. მიზეზად კი მოუცლელობა
ამასობაში კვლავაც ღიად რჩება ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხი. როგორც სანიშვილმა გვითხრა, კორეელი ან ჰეიუნ სანის დაბრუნება ამ ეტაპზე გამოირიცხა. მოგეხსენებათ, მისი ხელფასი დიდწილად ძველ სამინისტროზე იყო დამოკიდებული, რასაც ფედერაცია დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა.
ამიტომ ამ თემის განხილვას სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან გეგმავდნენ, თუმცა აუდიენციისთვის არ არის გამორიცხული, ფედერაციის ძველმა ხელმძღვანელობამ არც იაქტიურა, რადგან პოსტიდან მაინც მიდიოდა.
ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი საპრეზიდენტო გუნდი. ჯერ ისიც არ ვიცით, ვინ მოვა პრეზიდენტად, თუმცა მთელი რიგი მოსაზრებები გვაფიქრებინებს, რომ ვინც უნდა იყოს ის, ადგილობრივ კადრებს დაეყრდნობა და ამ ეტაპზე უცხოელს არ მოიწვევენ.
თუმცა ეს მაინც ვარაუდია და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ჩვენ კი ვისურვოთ, ახალმა პრეზიდენტმა აქცენტი სპორტის ამ უძველესი სახეობის მასობრიობაზე და სპორტული ბაზის შექმნაზე გააკეთოს, თორემ სირცხვილია ის სავარჯიშო პირობები, რომელშიც ჩვენი სპორტსმენები ემზადებიან გინდ თბილისში და გინდ - ბათუმში. 21-ე საუკუნეში ასეთი პირველყოფილი ბაზები, უბრალოდ, სირცხვილია.
განსაკუთრებით მძიმე ვითარება ზამთარში იქმნება, როცა კლიმატური პირობების გამო გარეთ ვარჯიში შეუძლებელი ხდება და იძულებულნი არიან, დარბაზს მიაშურონ.
ამ მხრივ თბილისს კიდევ არა უშავს - სიგრძე მაინც ჰყოფნით, თუმცა კეთილმოწყობა, გათბობა და ამგვარი აუცილებელი პირობები აქაც შორეული ოცნებაა. ბათუმში კი იმ ბაზას პირობითად ეთქმის დარბაზი - იმდენად პატარაა. იქ ტექნიკურ დეტალებზე თუ იმუშავებენ, თორემ მოკლე დისტანციის გამო გასროლის საშუალება, პრაქტიკულად, არ არის.
საბედნიეროდ, ამ ყველაფრის მიუხედავად, შედეგები მაინც გვაქვს - ევროპის ზამთრის ჩემპიონობას თავი რომ დავანებოთ, შარშან მსოფლიოს პირველობაზე ქრისტინე ესებუა მეორეზე გავიდა, რაც ამ რანგის შეჯიბრებაში ჩვენი მშვილდოსნობისთვის პირადში მოპოვებული პირველი მედალია. მაგრამ წარმატება თუ გვინდა, პირობები აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"