ბათუმელმა მშვილ­დო­სნებმა ბაქოში გუნდურში ბრინ­ჯა­ოს მე­დლები მოიპოვეს

AutoSharing Option
ხელ­ვა­ჩა­უ­რის სას­პორ­ტო სკო­ლის და­ფი­ნან­სე­ბით ექ­ვ­ს­მა ბა­თუ­მელ­მა მშვილ­დო­სან­მა (3-3 გო­გონა და ვა­ჟი) ბა­ქო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში იას­პა­რე­ზა და ორი­ვემ გუნ­დურ­ში ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

ბა­თუ­მელ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მშვილ­დოს­ნებს დი­დი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ, თუმ­ცა აქამ­დე ეს ცალ­მ­ხ­რი­ვი იყო - იქ ამ რან­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბე­ბი არ ტარ­დე­ბო­და, მხო­ლოდ ახ­ლა ჩა­უ­ყა­რეს სა­ფუძ­ვე­ლი და ჩვე­ნე­ბიც მი­იწ­ვი­ეს სა­პა­სუ­ხო ვი­ზი­ტით.

აი, ბა­თუ­მი კი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ატა­რებს რამ­დე­ნი­მე შე­ჯიბ­რე­ბას უფ­რო­სებ­შიც და უმ­ც­რო­სებ­შიც, სა­დაც მუდ­მი­ვად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ აზერ­ბა­იჯა­ნე­ლე­ბიც და სომ­ხე­ბიც.

სა­ერ­თოდ, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფ­ლიქ­ტის გა­მო ბა­თუ­მი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის მშვილ­დოს­ნო­ბის ცენ­ტ­რად იქ­ცა - ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთ­თან არ ჩა­დი­ან
და ისევ ჩვენს ტურ­ნი­რებ­ზე თუ გა­ე­ჯიბ­რე­ბი­ან ერ­თურთს. ბა­თუ­მე­ლე­ბი (ბო­ლო წლებ­ში - თბი­ლი­სე­ლე­ბიც) სომ­ხეთ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­დი­ან შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე, ახ­ლა კი ბა­ქო­საც გა­დას­წ­ვ­დ­ნენ.

ბა­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტურ­ნი­რი უფ­როს­თა შო­რის იმარ­თე­ბო­და, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ქალ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ბა­თუ­მე­ლი ლი­დე­რე­ბი მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან, ბა­ქო­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბი გაგ­ზავ­ნეს - 19 წლის ნი­ნო დე­ვა­ძე, მე­დეა აბუ­ლა­ძე და ცი­ა­ლა ფუტ­კა­რა­ძე, რომ­ლე­ბიც 1996 წელს არი­ან და­ბა­დე­ბულ­ნი.

ვაჟ­თა ნაკ­რებ­ში ძვე­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მხო­ლოდ ტა­რი­ელ ქა­დი­ძე იყო, ტა­რი­ელ ბა­სი­ლა­ძე და არ­ჩილ არ­ძე­ნა­ძე კი ასე­ვე ახალ­გაზ­რ­დე­ბი არი­ან.

მათ ბევ­რად უფ­რო­სებ­თან მო­უ­წი­ათ პა­ექ­რო­ბა. მით უფ­რო, რომ ტურ­ნირ­ში რუ­სე­თი, თურ­ქე­თი და ირა­ნიც გა­მო­დი­ოდ­ნენ, რაც პი­რად­ში შე­დე­გებ­ზეც აისა­ხა - ჩვე­ნე­ბი მე­და­ლოს­ნებ­ში ვერ მოხ­ვ­დ­ნენ, თუმ­ცა ფუტ­კა­რა­ძე შე­სარ­ჩევ­ში მეშ­ვი­დე­ზე გა­ვი­და.

სა­მა­გი­ე­როდ, ჩვე­ნებ­მა ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გუნ­დურ­ში გა­მო­ავ­ლი­ნეს და ორი­ვე მე­სა­მე საპ­რი­ზო ად­გილ­ზე გა­ვი­და.

ბა­თუ­მე­ლებ­მა შე­რე­ულ წყვი­ლებ­შიც იას­პა­რე­ზეს, ქარ­თუ­ლი დუ­ე­ტი კი ფუტ­კა­რა­ძემ და ბა­სი­ლა­ძემ შექ­მ­ნეს. შე­ჯიბ­რე­ბა­ში ჩა­ე­ბა აბუ­ლა­ძეც, ოღონდ... თურქ მეწყ­ვი­ლეს­თან ერ­თად.

საქ­მე ისაა, რომ თურ­ქებს გო­გო­ე­ბი არ ჰყავ­დათ და სა­ერ­თო შე­თან­ხ­მე­ბით, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი წყვი­ლი შე­იქ­მ­ნა.

ბე­დის ირო­ნიაა, რომ მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში სწო­რედ ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა დუ­ეტ­მა აჯო­ბა ჩვე­ნებს. კი­დევ კარ­გი, მე­რე ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დ­ნენ, ანუ ბა­ქო­ში ერ­თი ოქ­რო მა­ინც მო­ვი­პო­ვეთ.

24-25 დე­კემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი უკ­ვე ხელ­ვა­ჩა­ურს ეს­ტუმ­რე­ბი­ან სას­პორ­ტო სკო­ლის ღია თას­ზე, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თბი­ლი­სე­ლი, ქუ­თა­ი­სე­ლი და ას­პინ­ძე­ლი მშვილ­დოს­ნე­ბიც მი­ი­ღე­ბენ.

შე­ჯიბ­რე­ბა უფ­რო­სებ­სა და ახალ­გაზ­რ­დებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ახალ­სო­ფ­ლის სპორ­ტულ ბა­ზა­ზე, სა­დაც 40-მეტ­რი­ა­ნი სა­ჭი­დაო დარ­ბა­ზია და იქ 18-მეტ­რი­ა­ნი სას­რო­ლე­თი თა­ვი­სუფ­ლად მო­ეწყო­ბა.

ად­რეც ვწერ­დით, რომ ბა­თუ­მელ­თა მიწ­ვე­ვა იტა­ლი­ე­ლებს სურ­დათ საკ­ლუ­ბო ტურ­ნირ­ზე, რი­სი ინი­ცი­ა­ტო­რიც იქა­უ­რი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ა­ში ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბა­საც ითავ­სებს. მან პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა და 14-17 დე­კემ­ბერს ჩვე­ნე­ბი მარ­თ­ლაც მი­იწ­ვია, თუმ­ცა უსახ­ს­რო­ბის გა­მო წას­ვ­ლა ვერ შეძ­ლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული