ნიჩბოსნური სლალომი: მოულოდნელი ჩემპიონი

AutoSharing Option
მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა ნიჩბოსნურ სლალომში და წინა დღისგან განსხვავებით, ამჯერად ერთადგილიანი ბაიდარებით დაშვებაში მოულოდნელი შედეგი ვიხილეთ.

იტალიელი დანიელე მოლმენტი ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, მაგრამ უფრო დიდ ტურნირებზე - მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე ბევრი არაფრისთვის მიუღწევია.

მაგალითად, 2008 წელს, პეკინის თამაშებზე, მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავა. ლონდონშიც, საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ, მხოლოდ მეცხრე ადგილზე იმყოფებოდა. ამიტომაც მისგან მაღალ შედეგს არ ელოდნენ.

მაგრამ გუშინ მოლმენტიმ იდეალურად გაიარა ურთულესი ტრასა, არცერთი საჯარიმო წამი არ მიუღია და რაც მთავარია, შესანიშნავი ტემპი
განავითარა.

სწორედ ამის ხარჯზე დაამარცხა კონკურენტები. პირველ ხუთეულში შესულმა ნიჩბოსნებმაც შეხების გარეშე გაიარეს ყველა კარი. ამიტომაც გადამწყვეტი იტალიელის მიერ ნაჩვენები სიჩქარე აღმოჩნდა.

კაცები

ერთადგილიანი ბაიდარა
1. დანიელე მოლმენტი (იტა) 93.43
2. ვავრინეც ჰრადილეკი (ჩეხ) +1.35
3. ჰანეს აიგნერი (გერ) +1.49
4. მატეუშ პოლაჩიკი (პოლ) +2.71
5. სამუელ ერნანსი (ესპ) +3.52
6. პეტერ კაუზერი (სლოვენ) +7.58

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული