გერმანია, უნგრეთი და დანარჩენები

AutoSharing Option
გერმანელი და უნგრელი ნიჩბოსნების დომინირებით მიმდინარეობს ბაიდარებითა და კანოეთი ნიჩბოსნობის ტურნირი.

ორი დღის წინ უნგრელებმა ოთხი შესაძლებლიდან ორი ოქრო აიღეს, გერმანელებმა კი ოთხივე დისციპლინაში მედალი მოიგეს. გუშინ კი თითქმის ყველაფერი პირიქით მოხდა: ორი ოქრო გერმანიას ჰქონდა, უნგრეთს კი სამი მედალი.

ქალებს შორის ორადგილიანი ბაიდარათი რბოლაში დასრულდა ლეგენდარული უნგრელების - კატალინ კოვაჩისა და ნატაშა დოჩევის დომინირება. ამ წყვილს ზედიზედ ორი ოლიმპიადის მოგების შემდეგ ვერცხლით დაკმაყოფილება მოუწია. ჩემპიონები კი გერმანელები - ფრანცისკა ვებერი და ტინა დიტცი გახდნენ.

ქალებში მეორე ოქრო ერთადგილიანი ბაიდარების
ფინალში გათამაშდა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა უნგრელი დანუტა კოზაკი. წინა დღეს მან ოთხადგილიან ბაიდარებში მოიპოვა პირველობა, ახლა კი თავისი თანაგუნდელების გარეშე გაუსწორდა კონკურენტებს. უნგრელს ერთი მეტოქე ძალიან გაუძალიანდა:

უკრაინელი ინა ოსიპენკო-რადომსკაია 250 მეტრის შემდეგ ლიდერი იყო და ნახევარ კორპუსს უგებდა უნგრელს, მაგრამ კოზაკმა ბოლო მეტრებზე მაინც მოახერხა წინ გასვლა და თითქმის წამი მოუგო უკრაინელს.

* * *
ორადგილიანი კანოეთი მამაკაცების ფინალში უდიდესი იყო გერმანელების - პეტერ კრეტშმერისა და კურტ კუჩელას უპირატესობა. მათ თითქმის სამი წამი მოუგეს ბელარუს ძმებს - ანდრეი და ალექსანდრ ბოგდანოვიჩებს.

უცნაური და სენსაციური აღმოჩნდა გერმანელებისა და უნგრელების დუელში ავსტრალიის კვარტეტის ჩარევა. ეს მოხდა ოთხადგილიანი ბაიდარების ფინალში. "მწვანე კონტინენტის" წარმომადგენლები პირველივე მეტრებიდან წინ გაიჭრნენ და უნგრული ოთხეულის აქტიური პრესინგის მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნეს უპირატესობა.

აქ გერმანიამ საერთოდ ვერ მოიპოვა მედალი - მან ბრინჯაოსთვის ბრძოლა წააგო ჩეხეთთან.

რაც შეეხება ავსტრალიის წარმატებას, ეს მართლაც სენსაცია იყო, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ერთი დღით ადრე ავსტრალიელმა ჯესიკა ფოქსმა ვერცხლი მოიპოვა ქალებს შორის ერთადგილიანი ბაიდარებით რბოლაში.

კაცები
ორადგილიანი კანოე. 1000 მ
1. პ. კრეტჩმერი/კ. კუჩელა (გერ) 3:33.804
2. ან. ბოგდანოვიჩი/ალ. ბოგდანოვიჩი (ბლრ) 3:35.206
3. ა. კოროვაშკოვი/ი. პერვუხინი (რუს) 3:36.414
4. ს. ბეზუგლი/მ. პროკოპენკო (აზე) 3:37.219
5. ი. რადონი/ფ. დვორაკი (ჩეხ) 3:37.601
6. ს. ტორესი/ხ-კ. ბულნესი (კუბ) 3:42.357
7. ლ. დუმიტრესკუ/ვ. მიხალაჩი (რუმ) 3:43.005
8. მ. უანი/კ. ლი (ჩინ) 3:48.930

ოთხადგილიანი ბაიდარა. 1000 მ
1. ავსტრალია 2:55.085
(ტ. სმიტი, დ. სმიტი, მ. სტიუარტი, ჯ. კლირი)
2. უნგრეთი 2:55.699
(ზ. კამარერი, დ. ტოტი, ტ. კულიფაი, დ. პაუმანი)
3. ჩეხეთი 2:55.850
(დ. ჰაველი, ლ. ტრეფილი, ი. დოსტალი, ი. სტერბა)
4. გერმანია 2:56.172
5. დანია 2:56.542
6. სლოვაკეთი 2:56.771
7. რუსეთი 2:57.375
8. რუმინეთი 2:58.223

ქალები
ერთადგილიანი ბაიდარა. 500 მ
1. დანუტა კოზაკი (უნგ) 1:51.456
2. ინა ოსიპენკო-რადომსკაია (უკრ) 1:52.685
3. ბრიჯიტ ჰარლტი (ს. აფრ) 1:52.923
4. სოფია პალდანიუსი (შვედ) 1:53.197
5. ჯოზეფა იდემი (იტა) 1:53.223
6. რაკელ კოუტორნი (ბრიტ) 1:53.345
7. ჰენრიეტ ჰანსენი (დან) 1:54.110
8. ანე რიკალა (ფინ) 1:54.333

ორადგილიანი ბაიდარა. 500 მ
1. ფ. ვებერი/ტ. დიტცი (გერ) 1:42.213
2. კ. კოვაჩი/ნ. დოჩევი (უნგ) 1:43.278
3. კ. ნაია/ბ. მიკოლაიჩიკი (პოლ) 1:44.000
4. ი. ვუ/ი. ჟუ (ჩინ) 1:44.136
5. ი. შურინგი/ვ. შვარცი (ავსტრი) 1:44.785
6. ი. ვასკონსელოსი/ბ. გომესი (პორ) 1:44.924
7. ლ. კარინგტონი/ე. ტეილორი (ზელ) 1:46.290
8. ნ. მოლდოვანი/ო. მოლდოვანი (სერ) 1:48.941

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული