იური ჩებანმა უკრაინას ნიჩბოსნობაში ოქრო მოუპოვა

AutoSharing Option
ოთხი ფინალით დასრულდა ლონდონში ბაიდარებითა და კანოეთი ნიჩბოსნობა.

ალბათ, გახსოვთ, რომ ფინალების პირველ ორ დღეს, გრძელ დისტანციებზე უნგრელი და გერმანელი ნიჩბოსნები დომინირებდნენ, რომლებმაც სამ-სამი ოქროს აღება შეძლეს, მაგრამ სპრინტერულ დისტანციებზე წინა პლანზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გამოვიდნენ.

პირველი ფინალი იყო კაცებს შორის ერთადგილიანი ბაიდარებით რბოლა. აქ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებისთვის დიდი ბრძოლა გაიმართა ესპანელ რივეროს, კანადელ დე იონგსა და ფრანგ ბომონს შორის.

ამ სამეულში არ გაუმართლა ფრანგს, რივერომ კი ბოლო მეტრებზე მოულოდნელად გაუსწრო დე იონგს და მეორე ადგილზე გავიდა. გამარჯვება კი,
ადგილობრივი გულშემატკივრების გასახარად, ედ მაკივერმა მოიპოვა, რომელიც მომავალი ქორწილის წინ თავის მეგობარ გოგონას ოქროს მედალს დაპირდა და სიტყვა შეასრულა.

შემდეგი ფინალი ისევ მამაკაცებისა იყო, ოღონდ ერთადგილიანი კანოეთი. აქ სამი ფავორიტი იყო - უკრაინელი ჩებანი, ესპანელი ლოპესი და რუსი შტილი, მაგრამ რუსმა და ესპანელმა ვერ გაამართლეს ეს სტატუსი. მათ თავიდანვე მისცეს ფორმა უკრაინელ ნიჩბოსანს, რომელმაც ეს შანსი კარგად გამოიყენა და უახლოეს კონკურენტს ნახევარ კორპუსზე მეტი მოუგო.

მოულოდნელად ვერცხლი ლიტველმა შუკლინმა მოიგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი შტილმა ლოპესს აჯობა.

უკრაინას მეორე მედალი ოსიპენკო-რადომსკაიამ მოუტანა - ერთადგილიანი ბაიდარებით რბოლაში. ამ სპორტსმენმა ორი დღით ადრე ვერცხლი აიღო 500 მეტრზე, ახლა კი იგივე შედეგი აჩვენა სპრინტერულ დისტანციაზე.

ერთი პირობა ის პოლონელ ვალჩიკევიჩთან ერთად ლიდერიც კი იყო, მაგრამ ბოლო 50 მეტრზე ვერ გაუძლო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ზელანდიელი ლიზა კარინგტონის ტემპს და მეორე მივიდა ფინიშთან. მესამე ადგილზე გავიდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი ნატაშა დუჩევ-იანიჩი.

საინტერესოა, რომ უკრაინა სპორტის ამ სახეობაში ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ამ დუეტმა სამ დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა და სამივეში მედლის აღება შეძლო. ეს მართლაც უნიკალური მიღწევაა.

დღის ბოლო ფინალში რუსეთის ნაკრებმა პირველი და ერთადერთი ოქრო მოიგო ამ ოლიმპიადაზე. იური პოსტრიგაისა და ალექსანდრ დიაჩენკოს ორადგილიანი ბაიდარებით რბოლაში შესანიშნავი სტარტი გამოუვიდათ, მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს და ფანტასტიკური დროით გაიმარჯვეს - 33,507.

კაცები
ერთადგილიანი ბაიდარა. 200 მ
1. ედ მაკივერი (ბრიტ) 36.246
2. კრავიოტო რივერო (ესპ) 36.540
3. მარკ დე იონგი (კან) 36.657
4. მაქსიმ ბომონი (საფ) 36.688
5. ევგენი სალახოვი (რუს) 36.825
6. მიკლოშ დუდაში (უნგ) 36.830
7. მარკო ნოვაკოვიჩი (სერ) 37.094
8. რონალდ რაუხი (გერ) 37.553

ერთადგილიანი კანოე. 200 მ
1. იური ჩებანი (უკრ) 42.291
2. ევგენი შუკლინი (ლიტ) 42.792
3. ივან შტილი (რუს) 42.853
4. ალფონსო ლოპესი (ესპ) 43.038
5. დენის ჰარაჟა (ბლრ) 43.545
6. ლუბომირ ჰაგარა (სლოვაკ) 43.977
7. მატიო გუბელი (საფ) 44.045
8. ნაოია საკამოტო (იაპ) 44.699

ორადგილიანი ბაიდარა. 200 მ
1. ი. პოსტრიგაი/ა. დიაჩენკო (რუს) 33.507
2. რ. პიატრუშენკა/ვ. მახნეუ (ბლრ) 34.266
3. ლ. ჰითი/ი. შოფილდი (ბრიტ) 34.421
4. ა. იბუა/ს. ჟუვე (საფ) 35.012
5. მ. კორეა/რ. რესოლა (არგ) 35.271
6. ს. ბერდი/ი. ფილიპსი (ავსტრა) 35.315
7. რ. კოკრენი/უ. ფურნელი (კან) 35.396
8. რ. რაუხი/ი. ემსი (გერ) 35.405

ქალები
ერთადგილიანი ბაიდარა. 200 მ
1. ლიზა კარინგტონი (ზელ) 44.638
2. ი. ოსიპენკო-რადომსკა (უკრ) 45.053
3. ნ. დუჩევ-იანიჩი (უნგ) 45.128
4. ტ. პორტელა რივასი (ესპ) 45.326
5. მარტა ვალჩიკევიჩი (პოლ) 45.500
6. ნატალია ლობოვა (რუს) 45.961
7. ჯეს უოკერი (ბრიტ) 46.161
8. ტერეზა პორტელა (პორ) 46.549

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული