159-ე რეგატა მდინარე ტემზაზე ოქსფორდის უნივერსიტეტმა მოიგო

AutoSharing Option
ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში 159-ედ გაიმართა სახელგანთქმული რბოლა მდინარე ტემზაზე კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებს შორის.

ტემზაზე რეგატა ბრიტანეთის ხუთ ყველაზე პოპულარულ სპორტულ შეჯიბრს შორის იკავებს ადგილს. ოქსფორდი მცირედით ჩამორჩება ანგარიშში კემბრიჯს და მის დაწევას ცდილობს. ამჯერად ოქსფორდელი სტუდენტები უკეთ იყვნენ მომზადებულნი და შეძლეს სხვაობის შემცირება. ოქსფორდის უნივერსიტეტმა კორპუსნახევრით მოუგო მეტოქეს და ახლა ანგარიში კემბრიჯის სასარგებლოდაა – 81:77 (1877 წელს რბოლა ფრედ დასრულდა).

პირველად ეს საუნივერსიტეტო რეგატა 1829 წელს მოეწყო ჰენლიში. რამდენიმე წლის შემდეგ ის ლონდონის ცენტრში გა
დაიტანეს, თუმცა 1845 წლიდან ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები მუდმივად ბრიტანეთის დედაქალაქის გარეუბან პატნიში ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კინაღამ ჩაშლილი რეგატა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული