აფრიკისთვის ოლიმპიადა ადრეა

AutoSharing Option

ლონდონისა და რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ, მაროკოელმა ნავალ ელ-მუტავაკელმა გამორიცხა უახლოეს მომავალში აფრიკის კონტინენტზე ოლიმპიური თამაშების ჩატარება. 1994 წელს 100 მეტრზე თარჯრბენში ოლიმპიური ჩემპიონი მიიჩნევს, რომ ასეთი შანსი აფრიკას 20-30 წლის შემდეგ მიეცემა.

"ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების სურვილის დიდი სურვილის მიუხედავად, აფრიკას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. ექსპერტების აზრით, ამ კონტინენტს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა 2030 წლის შემდეგ შეეძლება. მე გავეცანი რამდენიმე უნივერსიტეტის გამოკვლევას, რომელიც ოლიმპიადების მასპინძლობის სპეციფიკას ეძღვნება - იქ კარგად არის დასაბუთებული, თუ რატომ არ შეუძლია აფრიკას

2030 წლამდე ოლიმპიადის მასპინძლობა. ოლიმპიური თამაშები გაცილებით მეტია, ვიდრე ტურნირები რაგბში ან ფეხბურთში", - ამბობს კომისიის ხელმძღვანელი.

"ვიცი, რომ სამხრეთ აფრიკამ შესანიშნავი სამუშაო გასწია ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მომზადებისთვისა და ჩატარებისთვის. ეს ეხება აეროპორტების მოწყობას, იოჰანესბურგის გარშემო თანამედროვე გზების დაგებას, მსოფლიოს დონის სასტუმროების აშენებასა და ყველა ქალაქში შესაფერისი ინფრასტრუქტურის შექმნას. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი - ეს არის ერთი სახეობა ცხრა ქალაქში, ოლიმპიური თამაშები კი 26 სახეობა - ერთ ქალაქში, რომელშიც ორი კვირის განმავლობაში ათი ათასზე მეტი სპორტმენი ეჯიბრება ერთმანეთს, თამაშებს კი მილიარდობით ადამიანი ადევნებს თვალს. აფრიკას კი ჯერ უამრავი საკუთარი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და ამ კონტინენტს სხვა პრიორიტეტები გააჩნია. ვფიქრობ, ეს კვლევა სიმართლისგან შორს არ არის", - დაასკვნა ელ-მუტავაკელმა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული