მედლებით საბერძნეთიდან

AutoSharing Option
საქართველოს სხვადასხვა საბრძოლო სახეობებიდან შემდგარმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწია საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიკქბოქსინგსა და კონტაქტურ ბრძოლებში.

საერთაშორისო თავდაცვის სისტემების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატზე ქართველებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კიკბოქსინგში ჩემპიონი ლევან გურული (74 კგ) გახდა, კარატეში ვერცხლის მედალს მალხაზ აბრამიშვილი (მძმე) დაეუფლა, აბრამიშვილმა 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვებაც შეძლო საჩვენებელ გამოსვლაში, კიდევ 2 ბრინჯაოს მედალი კი გრიგოლ ტყემალაძემ (პანკრატიონი, მძიმე) და გიორგი ყაფლანიშვილმა (ტაეკვონდო, 85) მოიპოვეს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული